ხოტევი

სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

ხოტევისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხოტევი, სხარტალი, წკადისი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი.

სოფელი
ხოტევი

სოფელ ხოტევის ხედი
ჯაბა ლაბაძის სურათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხოტევი
კოორდინატები 42°27′50″ ჩ. გ. 43°08′20″ ა. გ. / 42.46389° ჩ. გ. 43.13889° ა. გ. / 42.46389; 43.13889
ცენტრის სიმაღლე 1000
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 130[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხოტევი — საქართველო
ხოტევი
ხოტევი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ხოტევი

სახელწოდება რედაქტირება

ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.

ისტორია რედაქტირება

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში „ნიკორწმინდის დაწერილი“. სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთში ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით

 
„ხოტევის-წყლის დასავლით, არს ხოტევი და ციხე მისი დიდი, დიდშენი და სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“

XIX საუკუნეში აქ ერთხანს რაჭის მაზრის ცენტრი იყო და მას ქალაქად მოიხსენიებდნენ. იდგა 200-კაციანი გარნიზონი. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი და ქერი. ხოტევში მოქმედებდა ორთქლის აბანო.[3]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 130 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 292 130 162
2014[1]   130 57 73

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ხოტევის ციხე.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 62 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1983 წელი. — გვ. სოფელ ხოტევის ისტორიიდან
  • დავით კაციტაძე, სოფელ ხოტევის ისტორიიდან, ძეგლის მეგობარი, 62, გვ. 55-59 - თბ. 1983 წ.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 158 — თბილისი, 1941
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 192-193 — „განათლება“, თბილისი, 1987
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.