ხოსრო II ფარვიზი (დ. 570 — გ. 28 თებერვალი, 628) — სასანიდური ირანის 25-ე შაჰინშაჰი 591-628 წლებში, ჰორმიზდ IV-ის ძე, ხოსრო I-ის შვილიშვილი.

ხოსრო II
پیروز

ხოსრო II ფარვიზის ოქროს მონეტა
სასანიდური ირანის 25-ე შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 591
მმართ. დასასრული: 25 თებერვალი, 628
წინამორბედი: ჰორმიზდ IV
ბაჰრამ VI
(უზურპატორი)
მემკვიდრე: კავად II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 570
გარდ. თარიღი: 28 თებერვალი, 628
გარდ. ადგილი: ქტესიფონი
შვილები: კავად II
ხოსრო III
ფაროჰზად-ხოსრო
აზარმედუხტი
ბორანდუხტი
შაჰრიარი
დინასტია: სასანიანები
მამა: ჰორმიზდ IV
რელიგია: ზოროასტრიზმი

ტახტი დაიკავა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის დახმარებით. VII საუკუნის დასაწყისში ხოსრო II-მ დაიპყრო ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციები (სირია, პალესტინა, ეგვიპტე). VII საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიელები ირანში შეიჭრნენ. ხოსროს ვაჟმა, კავად II-მ და ირანელი დიდებულების ნაწილმა, რომელიც უკმაყოფილო იყო მონოფიზიტებთან შაჰის დაახლოებით, ხოსრო II ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა.

ლიტერატურა რედაქტირება