ხოსე ლუის ჩილავერტი

ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი (ესპ. José Luis Félix Chilavert González; დ. 27 ივლისი, 1965) — პარაგვაელი ფეხბურთელი, მეკარე. სამჯერ იყო IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდოს მფლობელი.

ხოსე ლუის ჩილავერტი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი
დაბადების
თარიღი
27 ივლისი, 1965 (1965-07-27) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
ლუკე, პარაგვაი
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1980–1982 სპორტივო ლუკენიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982–1984 სპორტივო ლუკენიო 67 (4)
1984–1985 გუარანი 19 (1)
1985–1988 სან-ლორენსო 122 (0)
1988–1991 რეალ სარაგოსა 79 (1)
1991–2001 ველეს სარსფილდი 236 (36)
2001–2003 სტრასბური 50 (0)
2003 პენიაროლი 15 (4)
2003–2004 ველეს სარსფილდი 6 (0)
ეროვნული ნაკრები
1989–2003 პარაგვაი 74 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჩილავერტი ცნობილი იყო, როგორც თავისუფალი სტანდარტების კარგი შემსრულებელი და ხშირად ურტყამდა პენალტებს. მან გაიტანა 62 გოლი თავის პროფესიონალურ კარიერაში, მათ შორის ბევრი იყო გადამწყვეტი. მან რვაჯერ გაიტანა ნაკრების მაისურით. 4 გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ის იყო პირველი პროფესიონალი მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე არ აჯობა ბრაზილიელმა მეკარემ როჯერიო სენიმ.

ჩილავერტი ასევე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით და გამოირჩეოდა სიფიცხით, რის გამოც ბევრჯერ მოსვლია მას დაპირისპირება. ყველაზე ცნობილი დაპირისპირება იყო 1997 წელს, როდესაც გააძევეს კოლუბმიელ თავდამსხმელ ფაუსტინო ასპრილიასთან ჩხუბის გამო.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 96-ე ადგილზე დასახელდა.[1]

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

ნაკრები წელი მატჩი გოლი
პარაგვაი 1989 2 1
1990 0 0
1991 6 0
1992 0 0
1993 10 1
1994 0 0
1995 0 0
1996 7 1
1997 9 1
1998 10 0
1999 3 0
2000 13 2
2001 7 2
2002 5 0
2003 2 0
ჯამში[2] 74 8

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

გუარანი
  • პარაგვაის პრიმერადივიზიონი: 1984
ველეს სარსფილდი
სტრასბური
პენიაროლი
  • ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2003

ინდივიდუალური რედაქტირება

  • არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე: 1996
  • სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1996
  • IFFHS-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე: 1995, 1997, 1998

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  2. "José Luis Félix Chilavert – International Appearances". RSSSF. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2021.