ხოსე ლაურელი (დ. 9 მარტი, 1891 — გ. 6 ნოემბერი, 1959) — ფილიპინების სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი მარიონეტული სახელმწიფოს ფილიპინების მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი 1943–1945 წლებში. ფილიპინებში მიიჩნევა ქვეყნის მესამე პრეზიდენტად.

ხოსე ლაურელი
ხოსე ლაურელი
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 1943 – 17 აგვისტო, 1945
წინამორბედიმანუელ კესონი
მემკვიდრესერხიო ოსმენია

დაბადებული9 მარტი, 1891
ტანაუანი, ფილიპინები
გარდაცვლილი6 ნოემბერი, 1959
მანილა, ფილიპინები
ხელმოწერა

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თანამშრომლობდა იაპონიის მთავრობასთან. 1943 წელს აირჩიეს ფილიპინების მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტად. 1945 წელს იაპონიიის კაპიტულაციის შემდეგ ლაურელმა დაითხოვა მთავრობა, მალევე ამერიკის სამხედრო ძალებმა დააპატიმრეს და გამოკეტეს ტოკიოს ციხე სუგამოში.

1946 წელს დაბრუნდა ფილიპინებში. 1948 წელს პრეზიდენტმა მანუელ როხასმა შეიწყალა. 1951 წელს აირჩიეს სენატში. იყო პრეზიდენტ რამონ მაგსაისაის მომხრე საპრეზიდენტო არჩევნებში. პოლიტიკიდან წავიდა 1957 წელს.

გარდაიცვალა 1959 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Zaide, Gregorio F. (1984). Philippine History and Government. National Bookstore Printing Press. 
  • Sevilla, Victor J. (1985). Justices of the Supreme Court of the Philippines Vol. I. Quezon City, Philippines: New Day Publishers, გვ. 79–80, 174–176. ISBN 971-10-0134-9. 
  • Malcolm, George A. (1957). American Colonial Careerist. United States of America: Christopher Publishing House, გვ. 103–104, 96–97, 139, 249–251. 
  • Aluit, Alfonso (1994). By Sword and Fire: The Destruction of Manila in World War II February 3 – March 3, 1945. Philippines: National Commission for Culture and the Arts, გვ. 134–138. ISBN 971-8521-10-0. 
  • Ocampo, Ambeth [1995] (2000). „The Irony of Tragedy“, Bonifacio's Bolo, 4th, Pasig City: Anvil Publishing, გვ. 60–61. ISBN 971-27-0418-1.