ხორვატიის ადმინისტრაციული დაყოფა

თანამედროვე ხორვატია პირველ დონეზე დაყოფილია 20 მხარედ (ჟუპანიახორ. Županija) დედაქალაქ ზაგრებად რომელსაც ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი. მეორე დონეზე ოლქები დაყოფილია 127 ქალაქად (grad) და 429 მუნიციპალიტეტად (općine),[1] თითოეული ეს ქვეგანაყოფი მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს (naselja).

ქალაქ სპლიტის ცენტრი, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ირგვლივაა გაშენებული

ისტორია რედაქტირება

პირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[2] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[3]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[4][5]

ხორვატიის თანამედროვე ოლქები რედაქტირება

მხარე გერბი ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა
2011 წლის აღწერით
ბელოვარ-ბილოგორა   ბელოვარი 2,652 119,743
ბროდ-პოსავინა   სლავონსკი-ბროდი 2,043 158,559
დუბროვნიკ-ნერეტვა   დუბროვნიკი 1,783 122,783
ისტრია   პაზინი 2,820 208,440
კარლოვაცი   კარლოვაცი 3,622 128,749
კოპრივნიცა-კრიჟევცი   კოპრივნიცა 1,746 115,582
კრაპინა-ზაგორჟე   კრაპინა 1,224 133,064
ლიკა-სენჟი   გოსპიჩი 5,350 51,022
მედიმურჟე   ჩაკოვეცი 730 114,414
ოსიეკ-ბარანია   ოსიეკი 4,152 304,899
პოჟეგა-სლავონია   პოჟეგა 1,845 78,031
პრიმორიე-გორსკი-კოტარი   რიეკა 3,582 296,123
შიბენიკ-კნინი   შიბენიკი 2,939 109,320
სისაკ-მოსლავინა   სისაკი 4,463 172,977
სპლიტ-დალმაცია   სპლიტი 4,534 455,242
ვარაჟდინი   ვარაჟდინი 1,261 176,046
ვიროვიტიცა-პოდრავინა   ვიროვიტიცა 2,068 84,586
ვუკოვრ-სრიემი   ვუკოვრი 2,448 180,117
ზადარი   ზადარი 3,642 170,398
ზაგრების ოლქი   ზაგრები 3,078 317,642
ზაგრები   ზაგრები 641 792,875

სქოლიო რედაქტირება

  1. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 28 July 2006. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  2. Oleg Mandić (1952). „O nekim pitanjima društvenog uređenja Hrvatske u srednjem vijeku“ [On some issues of social system of Croatia in the Middle Ages] (PDF). Historijski zbornik (Croatian). Školska knjiga. 5 (1–2): 131–138. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  3. Frucht 2005, pp. 429–429
  4. Biondich 2000, p. 11
  5. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 30 December 1992. ციტირების თარიღი: 9 September 2011.