ხორეზმის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Xorazm viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ურგენჩი.

ადმინისტრაციული ერთეული
ხორეზმის ოლქი
უზბეკ. Xorazm viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ურგენჩი
შიდა დაყოფა Bog‘ot District, Gurlan District, Xonqa District, Hazorasp District, Khiva District, Qo‘shko‘pir District, Shovot District, Urganch District, Yangiariq District და Yangibozor District
კოორდინატები 41°20′00″ ჩ. გ. 61°00′00″ ა. გ. / 41.33333° ჩ. გ. 61.00000° ა. გ. / 41.33333; 61.00000
მმართველი Farhod Ermanov
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 6300 კმ²
მოსახლეობა 1 715 600 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
საავტომობილო კოდი 90
ოფიციალური საიტი http://xorazm.uz
ხორეზმის ოლქი — უზბეკეთი
ხორეზმის ოლქი

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამურდარიის ქვემო დინების მარცხენა ნაპირეთში. ფართობი 6.3 ათასი კმ². ხორეზმის ოლქის ტერიტორია დაბლობი ვაკეა (სიმაღლე 100 მეტრამდე), მდინარე ამუდარიის ძველი დელტის ნაწილი. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ეკვრის ყარაყუმის უდაბნო. მთავარი მდინარეა ამუდარია, რომელსაც ფართოდ იყენებენ სარწყავად. ბევრია პატარა მლაშე ტბა. ხორეზმის ოლქი უზბეკეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი რაიონია. მრეწველობის დარგებიდან მთავარია მსუბუქი და კვების მრეწველობა. ნათესი ფართობი მთლიანად სარწყავია. ფართობის 62.7% უკავია ბამბის ნათესებს. მოჰყავთ მარცვლეული, საკვები კულტურები, კარტოფილი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ხილი და სხვა. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. მისდევენ მეაბრეშუმეობას. განვითარებულია სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტი.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის (1963) და შრომის წითელი დროშის (1971) ორდენებით.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება