ხოკერასებრნი (ლათ. Ostraciidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. თავი და სხეული დაფარული აქვთ ძვლოვანი ჯავშნით, რომელიც ქედებითა და მაგარი ქიცვებითაა მოფენილი. სხეული მკვეთრადაა შეფერილი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს. მოიცავს 7 გვარის 20-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, რომელთა სხეულის ჯავშანს წინასწარ აქუცმაცებენ მძლავრი ყბებით. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.[1]

ხოკერასებრნი

Tetrosomus gibbosus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ოჯახი:  ხოკერასებრნი
ლათინური სახელი
Ostraciidae (Rafinesque, 1810)

კლასიფიკაცია რედაქტირება

 
Lactoria fornasini
 
Lactophrys triqueter

2014 წლის ნაშრომის მიხედვით, გამოიყოფა შემდეგი გვარები:[2]

ამომწყდარი გვარები რედაქტირება

არსებული გვარები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 494.
  2. Matsuura, K. (2014). „Taxonomy and systematics of tetraodontiform fishes: a review focusing primarily on progress in the period from 1980 to 2014“. Ichthyological Research. 62 (1): 72–113. doi:10.1007/s10228-014-0444-5.