ხოთანი[1] (უიღ. خوتەن), ხეთიენი (ჩინ. 和田, ფინინი: Hétián) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში, ტარიმის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების კარაკაშისა და იურუნკაშის შერწყმის შედეგად, რომლებიც, თავის მხრივ, სათავეს იღებენ დასავლეთ კუნლუნზე. სიგრძე კარკაშის სათავიდან 1035 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 43,6 კმ², წყლის საშუალო ხარჯი მთებიდან გამოსვლისას 120 მ³/წმ.[2] მდინარისპირა ტყით გარშემორტყმული ფართო ხეობით კვეთს ტაკლა-მაკანის უდაბნოს. დინების დიდ ნაწილზე იყენებენ ხოთანის ოაზისის მოსარწყავად, კალაპოტი უდაბნოს საზღვრებში წყლით მხოლოდ წყალდიდობის დროს (ივლის-აგვისტო) არის სავსე. გვალვიან წლებში ხოთანი ვერ აღწევს ტარიმამდე.[3]

ხოთანი

კარაკაშისა და იურუნკაშის შეერთება
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეულები სინძიანი
სათავე კარაკაშისა და იურუნკაშის შეერთება
38°05′07″ ჩ. გ. 80°33′34″ ა. გ. / 38.08528° ჩ. გ. 80.55944° ა. გ. / 38.08528; 80.55944
შესართავი ტარიმი
40°28′45″ ჩ. გ. 80°56′39″ ა. გ. / 40.47917° ჩ. გ. 80.94417° ა. გ. / 40.47917; 80.94417
სიგრძე 1035 კმ
აუზის ფართობი 43,6 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ტარიმილობნორი
წყლის ხარჯი (საშ.) 120 მ³/წმ
ხოთანი (მდინარე) — ჩინეთი
ხოთანი (მდინარე)
ხოთანი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ხოთანი ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. კაშგარის ვაკე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 442.
  2. Хотан // Большой энциклопедический словарь / гл. ред. А. М. Прохоров. — 2-е издание, переработанное и дополненное — М.-СПб.: Большая Российская энциклопедия, Норинт, 1997, 1999, 2001, 2004. — 1456 c. ISBN 5-7711-0004-8.
  3. Хотан // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.