ხმალკუდები (ლათ. Xiphosura) წარმოიშვნენ დედამიწის სილურულ პერიოდში, მიახლოებით 445 მილიონი წლის წინ, როდესაც ზღვაში კიბომორიელები დაცურავდნენ, ხმელეთზე კი გიგანტური ზომის მორიელები ცხოვრობდნენ. ამჟამად ხმალკუდები შემორჩნენ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვის პირას და ინდონეზიის წყლების წყალმარჩხ ადგილებში. აქედან ისინი ვრცელდებიან ჩინეთის სანაპიროს გასწვრივ იაპონიამდე და დასავლეთ ინდოეთამდე. არც თუ ისე იშვიათი არსებებია. ზოგან მათ ბადეებით იჭერენ, ფქვავენ და სასუქად იყენებდნენ.

ხმალკუდები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  კიბომორიელები
რიგი:  ხმალკუდები
ლათინური სახელი
Xiphosura

ხმალკუდებს, ევრიპტერიდებთან ერთად აერთიანებენ კლასში Merostomata. ამჟამად ხმალკუდები ერთიანდებიან კლასში ქელიცერიანები და წარმოადგენენ 4 რიგიდან (ობობასნაირნი, ევრიპტერიდები, ზღვის ობობები) ერთ-ერთს. პალეოზოური ხმალკუდები სიგრძით 1-3 მეტრს აღწევდნენ. თანამედროვე სახეობა კი მხოლოდ 60 სმ იზრდება.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება