ხლოდვიგ IV (ფრანგ. Clovis IV, გერმ. Chlodowech IV) (დ. 678 — გ. მარტი, 695) — ფრანკთა მეფე 691–695 წლებში, თოიდერიხ III-ის ძე მეროვინგების დინასტიიდან. ხლოდვიგი ფრანგულად ითარგმნება, როგორც: ბრძოლაში განთქმული.

ხლოდვიგ IV
ფრანგ. Clovis, გერმ. Chlodowech
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 690 წლის 2 სექტემბერსა და 691 წლის 12 აპრილს შორის
მმართ. დასასრული: 695 წლის მარტი
წინამორბედი: თოიდერიხ III
მემკვიდრე: ხილდებერტ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 678
გარდ. თარიღი: 695 წლის მარტი
მეუღლე: ტანაჰილდა
დინასტია: მეროვინგები
მამა: თოიდერიხ III
დედა: კლოტილდა

ბიოგრაფია რედაქტირება

მაიორდომ პიპინ ერისტალელის პროტეჟე. 9 წლის ასაკში, მამისგან მემკვიდრეობით მიიღო სამი სამეფო — ნოისტრია, ავსტრაზია და ბურგუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ხლოდვიგ IV-ს ეწოდებოდა „ფრანკთა მეფე“, ის, ე. წ. „ზარმაც მეფეთა“ რიგს ეკუთვნოდა, ფაქტობრივად რეალური ძალაუფლება მაიორდომის ხელში იყო და ხლოდვიგ უბრალო მარიონეტს წარმოადგენდა. გარდაიცვალა 4 წლის შემდეგ, 695 წელს, 17 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფრედეგარის მემკვიდრეები - Continuationes chronicarum quae dicuntur Fredegarii // The Fourth Book of the Cronicle of Fredegar with its continuations. — London: Thomas Nelson and Sons Ltd, 1960.
  • ფრანკთა ისტორიის წიგნი - Das Buch von der Geschiche der Franken. // Quellen zur Geschichte des 7. und 8. Jahrhunderts. Ausgewaehlte Quellen zur deutschen Gechichte des Mittelalters. — Darmstadt, 1982. — Т. 4a.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: