ხინკალი — ქართული ცომის გუფთა. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.

ხინკალი
წარმოშობის ადგილი საქართველო
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
მთავარი
ინგრედიენტები
შიგთავსი: სანელებლებით შეზავებული ხორცი (საქონლის ხორცი, ღორის ხორცი ან ცხვრის ხორცი), მწვანილები, კვლიავი, ძირა, ქონდარი, ხახვი და ნიორი.
ვარიაციები შიგთავსი: ყველი, კარტოფილი ან სოკო.

ისტორია რედაქტირება

ხინკლის დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. მისი გამოგონების პატივი მიეწერებათ როგორც მოხევეებს, ასევე ფშავლებს, მთიულებსა და ხევსურებს.[1] უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.

ხინკლის სხვადასხვა ვარიაციები გავრცელებულია მთელს კავკასიაში.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: