ხინალუღური ენანახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია აზერბაიჯანის რაიონულ ცენტრებში (ყუბაში, ხაჩმაზში) და სოფლებში (ხინალუღში, სუდათში). ხინალუღურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 1500 კაცი[1]. იგი აზერბაიჯანული ენის დიდ გავლენას განიცდის, რის გამოც ხმოვანთა სისტემა გართულებულია, გაჩენილია უმლაუტიზებული ხმოვნები ä, ü, ö და ირაციონალური ხმოვანი ə. არის აგრეთვე მოკლე, გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები. თანხმოვნები წარმოდგენილია ხშულთა ოთხეული და სპირანტთა მჟღერი აფრიკატები ძ, ჯ.

ხინალუღური ენა
გავრცელებულია ყუბა, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 1000 (2007)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიის ენები
ნახურ-დაღესტნური ენები
ლეზგიური ენები
ხინალუღური ენა
დამწერლობის სისტემა ლათინური, კირილიცა
ენის კოდები ISO 639-3: kjj
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kjj}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ხინალუღური ენა

წითელ ფერში ენის გავრცელების არეალი

ხინალუღურ ენაში რთული გრამატიკულ კლასთა სისტემაა. მხოლობითში გარჩეულია 4 გრამატიკული კლასი, მრავლობითში — 2. კლასის ნიშნებად გამოყენებულია ბ, ფ, ზ, ს, ც, ჲ, ... ექსპონენტები. ამასთან ერთად ზმნა რთულდება ნაცვალსახელური ელემენტებით, რომლებითაც ასევე იცვლება გრამატიკული კლასების მიხედვით.

ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ერგატივი გამოხატავს ინსრუმენტალისსაც. ნათესაობითში გარჩეულია ორგანული და არაორგანული კუთვნილების ფორმები. თანდებულიანი ბრუნვების სერიებში ორ-ორი ბრუნვაა: მიმართულებითი-ლოკატივი და დაშორებითი. უღვლილება კლასოვანია.

დამწერლობა რედაქტირება

კირილიცას ვერსია:

А а Ã ã Аь аь Б б В в Г г Гъ гъ ГӀ гӀ ГӀв гӀв Д д Дж дж Дз дз Е е
Ẽ ẽ Ж ж З з И и Й й К к Кв кв Кк кк Кх кх Кхв кхв Кхкх кхкх Къв къв Кь кь
КьӀ кьӀ КӀ кӀ КӀв кӀв Л л Лъ лъ М м Н н О о Õ õ Оь оь П п Пв пв ПӀ пӀ
Р р С с Т т Тт тт ТӀ тӀ ТӀв тӀв ТӀтӀ тӀтӀ У у У̃ у̃ Уь уь Ф ф Х х Хъ хъ
Хъв хъв Хь хь ХӀ хӀ Ӏ Ӏ Ӏъ Ӏъ Ц ц Цв цв Цц цц ЦӀ цӀ ЦӀв цӀв Ч ч ЧӀ чӀ ЧӀв чӀв
Ш ш Шв шв Ъ ъ Ы ы Э э Ә ә Ә̃ ә̃

ლათინური ვერსია:

A a B b C c Cc cc C' c' Ç ç Çç çç Ç' ç'
Ə ə F f G g Gh gh Ğ ğ H h Hh hh İ i
I ı J j K k Kk kk K' k' Kh kh Kx kx L l
M m N n O o Ö ö P p Pp pp P' p' Q q
Qq qq Q' q' R r S s Ş ş T t Tt tt T' t'
U u Ü ü V v X x Y y Z z ʕ

ლიტერატურა რედაქტირება

  • მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
  • Дешериев, Ю. Д., Грамматика хиналугского языка, М., 1959.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება