ხილიჭამია ხელფრთიანები

ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera), ძუძუმწოვრების ქვერიგი ხელფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-40 სმ, ფრთების შლისი 1,5 მ, მასა 15-900 გ აღწევს. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ჩრდილოეთით ეგვიპტემდე, მცირე აზიამდე და სამხრეთ იაპონიამდე. ყოფილ სსრკ-ში არ გვხვდებიან.ქვერიგში 1 ოჯახი (Pteropidae), 3 ქვეოჯახი და 150-მდე სახეობაა. აქტიური არიან ღამით და შებინდებისას. კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და ყნოსვა. ქმნიან დიდ კოლონიებს.იკვებებიან უმთავრესად ტროპიკული მცენარეების ნაყოფით, წვრილი ფორმები — ნექტრით და ყვავილის მტვერით. ზოგჯერ ზიანს აყენებენ მებაღეობას. Pteropus-ის გვარის წარმომადგენლებს, ზოგჯერ კი ყველა ხილიჭამია ხელფრთიანებს მფრინავ ძაღლებსაც უწოდებენ.

ხილიჭამია ხელფრთიანები
Pteropus livingstonii
Pteropus livingstonii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხელფრთიანები
ქვერიგი:  ხილიჭამია ხელფრთიანები
ლათინური სახელი
Magachiroptera
ქვერიგი


ლიტერატურა რედაქტირება

ქსე, ტ. 11, გვ. 483, თბ.,1987