ხეშავი, ხეჭრელი (ლათ. Rhamnus) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.

ხეშავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ხეჭრელისებრნი
გვარი:  ხეშავი
ლათინური სახელი
Rhamnus

ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში გავრცელებულია 140-ზე მეტი სახეობა. საქართველოში — 7; მათგან საკუთრივ ხეშავი (Rhamnus cathartica) მაღალი ბუჩქია, იზრდება აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებზე, ბუჩქნარებში, ქვეტყედ ფართოფოთლოვან ტყეებში, ზოგჯერ რაყასაც ქმნის. იმერული ხეჭრელი უეკლო ბუჩქია, კლდის ხეჭრელი — დაბალი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქი, იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ სარტყელამდე კლდეთა ნაპრალებში; შავჯაგა დაბალი, გაფარჩხული, ეკლიანი ბუჩქია. ხშირად ამ გვარში იხილავენ ხეჭრელს.

ლიტერატურა რედაქტირება