ხეფრენიძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ. წ. 2723-2563 წწ.) წარმომადგენელი. ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმაა). გიზაში მეორე პირამიდის (სიმაღლე 143,5 მ) ამშენებელი. ეს პირამიდა ძველად გვირაბით უკავშირდებოდა დაბლობში აგებულ გრანიტის ტაძარს, რომელშიც იდგა ხეფრენის ორი დიორიტის ქანდაკება (ინახება კაიროს მუზეუმში).

ხეფრენის ქანდაკება. დიორიტი. კაიროს მუზეუმი.

ლიტერატურა რედაქტირება