ხერსონი

ქალაქი უკრაინაში

ხერსონი (უკრ. Херсон) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. 2020 წლის 17 ივლისიდან ქალაქი არის ხერსონის რაიონის ცენტრი და განთავსებულია ხერსონის თემის ადმინისტრაცია.[2] წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის (მიკოლაივი-სნიჰურივკა-ჯანკოი) ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.

ქალაქი
ხერსონი
უკრ. Херсон

(ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ):
    • ხერსონის სამხატვრო მუზეუმი
    • წმინდა ეკატერინეს ტაძარი
    • საზღვაო სკოლა
    • ხერსონის რაიონული სასამართლო
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ხერსონის ოლქი
კოორდინატები 46°38′33″ ჩ. გ. 32°37′30″ ა. გ. / 46.64250° ჩ. გ. 32.62500° ა. გ. / 46.64250; 32.62500
მმართველი იჰორ კოლიხაევი
დაარსდა 1778
ფართობი 68.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
მოსახლეობა 279 131 (1 იანვარი, 2022)[1]
სიმჭიდროვე 2,651 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, UTC+3 და აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 552
საფოსტო ინდექსი 73000
საავტომობილო კოდი BT და НТ / 22
ოფიციალური საიტი http://www.city.kherson.ua/
ხერსონი — უკრაინა
ხერსონი
ხერსონი — ხერსონის ოლქი
ხერსონი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალაქი რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[3] რუსეთის ძალების მიერ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შემდეგ, 2022 წლის 11 თებერვალს ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდა.[4] პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით ხერსონს უკრაინის გმირი-ქალაქის წოდება მიენიჭა.[5][6]

2021 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 283 649 კაცს შეადგენდა, რომელთა უდიდესი ნაწილი ეთნიკური უკრაინელია.[7] უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ოკუპანტების შეჭრის შემდეგ მოსახლეობის 45%-მა ქალაქი დატოვა.[8]

ისტორია რედაქტირება

ხერსონესი რედაქტირება

სიტყვა ხერსონესი ბერძნულად ნახევარკუნძულს ნიშნავს. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო აქ ძვ. წ. V საუკუნეში დაარსდა დორიული ქალაქ ჰერაკლეადან გადმოსახლებული კოლონისტების მიერ. ის ერთადერთი დორიული კოლონია იყო შავი ზღვის სანაპიროზე. იგი შევიდა მითრიდატე ევპატორის მფარველობაში, როდესაც მან ბოსფორის სამეფო დააარსა, შემდეგ კი აქ ბატონობდნენ რომაელები. ბიზანტიის ბატონობის ეპოქაში ხერსონი იქცა იმპერატორის მიერ გადასახლებულთა თავშესაფრად. ასეთი იყო მარტინ I, იუსტინიანე II.

დემოგრაფია რედაქტირება

2001 წლის აღწერით, ხერსონში ცხოვრობს შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:

წელი მოსახლეობა
1790 24 000
1926 58 000
1939 97 000
1959 158 000
1981 361 000
2004 354 000
2007 329 000

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ხერსონში მშრალი კონტინენტური კლიმატია.[9]

ჰავის მონაცემები — ხერსონი (1991–2020, ექსტრემალური პერიოდები 1955–დან)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 15.2 18.6 22.7 32.0 37.7 39.5 40.5 40.7 36.4 32.0 21.8 17.2 40.7
საშუალო მაღალი °C 1.4 3.1 8.8 16.5 22.9 27.5 30.3 30.1 23.7 16.1 8.4 3.3 16.0
საშუალო დღიური °C −1.6 −0.6 4.1 10.6 16.7 21.2 23.8 23.3 17.5 10.9 4.7 0.4 10.9
საშუალო დაბალი °C −4.4 −3.8 0.0 5.0 10.6 15.3 17.5 16.7 11.8 6.3 1.6 −2.2 6.2
რეკორდულად დაბალი °C −26.3 −24.4 −20.2 −7.9 −1.5 5.5 9.2 6.6 −5.0 −7.6 −16.2 −22.2 −26.3
საშუალო ნალექი (მმ) 33 28 30 32 43 59 44 29 38 36 34 38 444
წვიმიანი დღეები საშუალოდ 9 7 9 12 11 11 9 6 9 9 12 10 114
თოვლიანი დღეები საშუალოდ 11 10 6 0 0 0 0 0 0 0.3 4 8 39
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 85.5 82.1 77.1 68.5 64.8 65.3 62.1 60.7 68.4 76.4 84.9 86.8 73.6
საშუალო თვიური მზიანი საათები 63.7 82.7 134.2 193.3 275.8 294.7 318.5 301.5 228.4 153.8 77.6 50.1 2 174,3
წყარო 1: Pogoda.ru.net[10]
წყარო 2: მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (ნალექები და მზე 1981–2010)[11]


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. State Statistics Service of Ukraine Чисельність наявного населення України на 1 січня 2022კიევი: State Statistics Service of Ukraine.
  2. Херсонская громада ru. Портал об'єднаних громад України. ციტირების თარიღი: 26 September 2021
  3. Kherson regional administration captured by Russia (3 March 2022).
  4. „Ukraine says its forces entering Kherson after Russian retreat“. RTÉ News (ინგლისური). 11 November 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2022. ციტირების თარიღი: 11 November 2022.
  5. Зеленский присвоил звания города-героя шести городам Украины. Report (2022-03-07).
  6. В Україні з’явилися нові міста-герої (2022-03-06).
  7. 2001|English version|Results|General results of the census|National composition of population:. ციტირების თარიღი: 2022-07-25
  8. Locals 'apprehensive' in Moscow-run Ukraine region (25 May 2022). ციტირების თარიღი: 25 May 2022
  9. Peel, M. C. and Finlayson, B. L. and McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen–Geiger climate classification“ (PDF). Hydrol. Earth Syst. Sci. 11 (5): 1633–1644. Bibcode:2007HESS...11.1633P. doi:10.5194/hess-11-1633-2007. ISSN 1027-5606. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2012.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  10. Pogoda.ru.net ru (May 2011). ციტირების თარიღი: 8 November 2021
  11. World Meteorological Organization Climate Normals for 1981–2010. World Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 17 July 2021