ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი (ვალენსია)

ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი (Ciutat de les Arts i les Ciències - ვალენსიურად; Ciudad de las Artes y las Ciencias - კასტილიურად) — კულტურული კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ვალენსიაში (ესპანეთი).

პრინც ფილიპეს მეცნიერების მუზეუმი

კომპლექსის ავტორები არიან სანტიაგო კალატრავა და ფელიქს კანდელა. მისი ინაუგურაცია მოხდა 1998 წლის 16 აპრილს, ჰემისფეროს გახსნით. ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის შემადგენელი ბოლო ნაწილის, დედოფალი სოფიას ხელოვნების სასახლის, პრეზენტაცია მოხდა 2005 წლის 9 ოქტომბერს.

ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი შედგება შემდეგი ნაგებობებისგან:

  • ჰემისფერო: თვალის ფორმის ნაგებობა, შეიცავს კინოდარბაზს IMAX და პლანეტარიუმს. იკავებს დაახლოებით 14 000 კვ.მ ფართობს.
  • პრინც ფილიპეს მეცნიერების მუზეუმი: დინოზავრის ჩონჩხის ფორმის, მეცნიერების ინტერაქტიული მუზეუმი, დაახლოებით 40 000 კვ. მ ფართობზე, სამ სართულზე.
  • ემბრაკლი: ბოტანიკური ბაღი, რომელიც დაფარულია მოტივტივე თაღებით საიდანაც შესაძლებელია კომპლექსის დათვალიერება.
  • ოკეანოგრაფიკი: დუმფარის ფორმის აკვარიუმი. არქიტექტორ ფელიქს კანდელას ნამუშევარი. ეს არის ევროპის ყველაზე დიდი აკვარიუმი 110 000 კვ.მეტრითა და 42 მილიონი ლიტრი წყლით.
  • დედოფალ სოფიას ხელოვნების სასახლე: გემის ფორმის ნაგებობა, რომელიც შეიცავს ხელოვნებისა და მუსიკისადმი მიძღვნილ რამდენიმე დარბაზს.


გალერეა რედაქტირება


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება