ხაჩკოი, ხაჩქოი, ხაჭკოისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, ხაჩკოის თემის ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ხაჩკოის სასოფლო საბჭოში შედიოდა აგრეთვე სოფლები კაბური და ჩივთქილისა. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1860 მ., წალკიდან 37 კმ. სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა. სოფელში შემორჩენილია XII-XIII საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია. შენობის კედლებზე რამდენიმე ლაპიდარული წარწერაა.

სოფელი
ხაჩკოი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°42′08″ ჩ. გ. 43°58′05″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 43.96806° ა. გ. / 41.70222; 43.96806
ცენტრის სიმაღლე 1860
მოსახლეობა 554[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხაჩკოი — საქართველო
ხაჩკოი
ხაჩკოი — ქვემო ქართლი
ხაჩკოი

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.