ხან შუშინსკი (აზერ. Xan Şuşinski, ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი — ისფენდიარ ასლან-ოღლუ ჯავანშიროვი;[1] დ. 20 აგვისტო, 1901, შუშა — გ. 18 მარტი, 1979, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი-ჰანენდე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1943).

ხან შუშინსკი
აზერ. Xan Şuşinski

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ისფენდიარ ასლან-ოღლუ ჯავანშიროვი
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1901
დაბ. ადგილი შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 მარტი, 1979(1979-03-18) (77 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი მუღამი
აქტიური 1918–1979
საიტი xan.musigi-dunya.az
ხან შუშინსკი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1901 წელს შუშაში. 16 წლის ასაკში, შუშის ერთ-ერთ მეჯლისზე გამოსვლის დროს მუღამ „ქიურდ-შაჰნაზის“ რთულ მაღალ რეგისტრში ოსტატურად შესრულებით მიიპყრო ყურადღება. ახალგაზრდა ისფენდიარს მასწავლებელმა ისლამ აბდულაევმა მიანიჭა სახელი „ხანი“.[2]

 
აზერბიაჯანის საფოსტო მარკა, 2014

თავისივე თქმით, მისი ოსტატობის შემდგომ სრულყოფაში დიდი როლი შეასრულეს ჯაბარ გარიაღდიოღლუმ და სეიდ შუშუნსკიმ.[2] ხან შუშინსკი ძლიერი ხმის მქონე ფართო დიაპაზონით ოსტატურად ასრულებდა ყველა მუღამს. კარგად უკრავდა დაფდაფზე, რის გამოც ყოველთვის წარმატებით ასრულებდა რიტმულ მუღამებს.[2]

ხანი შუშინსკი იყო უზეირ გაჯიბეკოვის სიმღერის „გარა გიოზ“ („შავი თვალები“) ბრწყინვალე შემსრულებელი, თავად იყო ბევრი სიმღერის ავტორი, მათ შორის ისეთი პოპულარულების, როგორებიცა: „გემერიმ“, „აი გიოზელ“, „მენდენ გენ გეზმე“ და შუშისადმი მიძღვნილი „შუშანინ დაგლარი ბაშნი დუმანლი“ („შუშის მთის მწვერვალები ნისლითაა დაფარული“).[2]

ფილმში კი „ის თუ არა, მაშინ ეს“, რომელიც გადაღებულ იქნა აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ გაჯიბეკოვის იმავე სახელწოდების მუსიკალურ კომედიის მიხედვით, ხან შუშინსკის აკომპანირებას უწევდა კემენჩისტი ტალატ ბაკიხანოვი და თარისტი ბახრან მანსუროვი.

1960-იან წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში შეძლო მუღამის სტუდიის ორგანიზება, აგრეთვე ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში.

სქოლიო რედაქტირება

  1. İsfəndiyar Aslan oğlu Cavanşirov (Xan Şuşinski) yoldaşın Azərbaycan SSR Ali Sovetinin Fəxri Fərmanı ilə təltif еdilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 29 dekabr 1971-ci il tarixli Fərmanıanl.az
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 З. Сафарова. Шуша — храм нашей музыки // журнал : Музыкальная академия. — Композитор, 2002. — № 1. — С. 210—211.