ხალხთა მეგობრობის ორდენი

მუარის ლენტა

ხალხთა მეგობრობის ორდენი (რუს. Орден Дружбы народов) — სსრკ-ის შექმნის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1972 წლის 17 დეკემბერს დაწესებული ორდენი. ამ ორდენით აჯილდოებენ სსრკ-ის მოქალაქეებს, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკებს, მხარეებს, ოლქებს, ავტონომიურ ოკრუგებს, სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებს სოციალიატური ერებისა და ხალხების მეგობრობისა და ძმური თანამშრომლობის განმტკიცებაში უდიდესი დამსახურებისათვის, სსრკ-ის და მოკავშირე რესპუბლიკის ეკონომიკის, სოციალური-პოლიტიკის და კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ორდენის ნიშანი დამზადებულია ვერცხლისაგან. შუაში გამოსახულია სახელმწიფო გერბი წარწერით „ხალხთა მეგობრობა“ (რუსულ ენაზე). ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს შრომის წითელი დროშის ორდენის შემდეგ.

ხალხთა მეგობრობის ორდენი

საქართველოს სსრ რედაქტირება

ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოებული კოლექტივებია:

ლიტერატურა რედაქტირება