ხალიფა — სახალიფოს ხელმძღვანელის ოფიციალური ტიტულია. ხალიფა არის წინასწარმეტყველ მუჰამედის წარმომადგენელი, ყველა მუსულმანის სულიერი ლიდერი, საღვთო კანონების დამცველი და აღმსრულებელი დედამიწაზე. ხალიფას მოვალეობა იყო შეენარჩუნებინა კანონის უზენაესობა ქვეყანაში, პასუხისმგებელი იყო ყველა სახელმწიფოებრივი ორგანოს შარიათის კანონების მიხედვით მუშაობაზე, დაეცვა სახელმწიფო საზღვრები, შეექმნა მოქალაქეებისათის ცხოვრების ნორმალური პირობები. ხალიფად გახდომა შეეძლო მხოლოდ ისლამის მიმდევარ მამაკაცს, რომელიც ერკვეოდა რელიგიის საკითხებში და იყო სამართლიანი.

წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მმართველ ოთხ ხალიფას ეწოდა მართლმორწმუნე (632-661 წწ.). მათ შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ჯერ ომაიანთა დინასტია (661-750 წწ.), შემდეგ კი აბასიანები (750-1258 წწ.). ბაღდადის სახალიფოს დაცემის შემდეგ ხალიფის ტიტულს ატარებდნენ ეგვიპტის მამლუქები. ოსმალეთის იმპერიის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ხალიფის ტიტულს ოსმალეთის სულთნები ატარებდნენ. 1924 წელს ოსმალეთის იმპერია გაუქმდა. ხალიფის ტიტულმაც არსებობა შეწყვიტა.

რაშიდუნები რედაქტირება

ომაიანები რედაქტირება

აბასიდები რედაქტირება

ფატიმიდები რედაქტირება

კორდოვის ომაიანები რედაქტირება

ალმოჰადები რედაქტირება

კაიროს აბასიდები რედაქტირება

ოსმალო ხალიფები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება