ხაიმე რამონ ლუსინჩი (ესპ. Jaime Ramón Lusinchi) (დ. 27 მაისი, 1924, კლარინესი, ანსოატეგი — გ. 21 მაისი, 2014, კარაკასი) — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე. ვენესუელის პრეზიდენტი 1984–1989 წლებში.

ხაიმე ლუსინჩი
ხაიმე ლუსინჩი
ვენესუელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი, 1984 – 2 თებერვალი, 1989
წინამორბედილუის ერერა კამპინსი
მემკვიდრეკარლოს ანდრეს პერესი

ვენესუელის სენატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი, 1989 – 13 აგვისტო, 1993

დაბადებული27 მაისი, 1924
კლარინესი, ანსოატეგი, ვენესუელა
გარდაცვლილი21 მაისი, 2014 (89 წლის)
კარაკასი, ვენესუელა
მეუღლეგლადის კასტილიო (განქორწ.)
ბლანკა იბანიესი
პროფესიაფიზიკოსი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

სკოლა დაამთავრა ბარსელონაში. სწავლობდა ანდების უნივერსიტეტში ქალაქ მერიდაში, შემდეგ კარაკასის უნივერსიტეტში. მან ჩამოაყალიბა მარქსისტული ორგანიზაცია. რამდენიმეჯერე იყო დაპატიმრებული. 1952 წლიდან 5 წლიან ემიგრაციაშია, არგენტინაში, ჩილესა და აშშ-ში. 1959, 1963, 1968 და 1973 წლებში აირჩიეს კონგრესმენად ანსოატეგის შტატიდან, ხოლო 1974–1984 წლებში იყო სენატორი ანსოატეგიდან. 1984-1989 წლებში ქვეყნის მეთაურია. 1986 წელს მისი მმართველობის პერიოდში ვენესუელაში ჩავიდა რომის პაპი იოანე პავლე II. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაადანაშაულეს კორუფციაში და იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ კოსტა-რიკაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში.

გარდაიცვალა 2014 წლის 21 მაისს ფილტვის პრობლემების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება