ხაბუმე

სოფელი საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ხაბუმესოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მოიდანახე, ხაბუმე, ჯუმითი).

სოფელი
ხაბუმე

ხობისწყალი ხაბუმეს მიდამოებში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თემი ხაბუმე
კოორდინატები 42°34′15″ ჩ. გ. 42°08′46″ ა. გ. / 42.57083° ჩ. გ. 42.14611° ა. გ. / 42.57083; 42.14611
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1413[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხაბუმე — საქართველო
ხაბუმე
ხაბუმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხაბუმე

ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად — ე. წ. „სამანჩო“.

არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად); 2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი; 3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ; 4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.

სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1413 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1834 862 972
2014[1]   1413 691 722

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II