ხაბიბ ნურმაგომედოვი

ხაბიბ აბდულმანაპის ძე ნურმაგომედოვი[2] (რუს. Хабиб Абдулманапович Нурмагомедов; ხუნძ. ХIабиб ГӀабдулманапил НурмухӀамадов; დ. 20 სექტემბერი, 1988) — რუსი ვეტერანი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი.[3] მან იასპარეზა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქ წონაში, სადაც ის იყო UFC-ის ყველაზე ხანგრძლივად ჩემპიონი მსუბუქი წონაში, 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე.[4]

ხაბიბ ნურმაგომედოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Хӏабиб Нурмухlамадов
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი, 1988(1988-09-20) (35 წლის)
დაბ. ადგილი Sildi
სიმაღლე 178
წონა 70
საიტი khabib.com
ქვეყანა რუსეთი
კლუბი American Kickboxing Academy
ჯილდოები Order "For Merit to the Republic of Dagestan" და Honorary Citizen of the City of Grozny[1]

ორგზის საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონი ნურმაგომედოვი სამბოს, ძიუდოსა და ჭიდაობის დისციპლინებს ფლობს. ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების მომენტში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, UFC-ის მამაკაცთა რეიტინგში #1 ადგილზე იყო.,[5] 2021 წლის მარტამდე.[6] „Fight Matrix“ მას მსუბუქი წონის ყველა დროის #1 ნომრად ასახელებს.[7]

რუსეთის, დაღესტნის რესპუბლიკიდან, ნურმაგომედოვი არის პირველი მუსლიმი რომელმაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტიტული მოიგო.[8][9] სოციალურ ქსელ Instagram-ზე რუსებს შორის მას ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს,[10] 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით მათი რიცხვი 31 მილიონს აღწევს.[11] ის ასევე არის შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) პრომოუტერი, რომელიც ცნობილია Eagle Fighting Championship (EFC) პროპაგანდით. 2021 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ „ლეგიონ დინამოსთან“.[12]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ხაბიბ აბდულმანაპის ძე ნურმაგომედოვი დაიბადა ავარების ოჯახში 1988 წლის 20 სექტემბერს, სოფელ სილდიში, დაღესტნის ასსრ-ის ცუმადინსკის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირი..[13][14][15] ჰყავს უფროსი ძმა მაგმედი და უმცროსი და, ამინა.[16] მამის ოჯახი სილდიდან კიროვაულში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ მათი ორსართულიანი კორპუსის პირველი სართული სპორტ დარბაზად გადააკეთა. ნურმაგომედოვი ოჯახში იზრდებოდა და-ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად.[16] ხაბიბ ნურმაგომედოვის ინტერესი საბრძოლო ხელოვნებით დაიწყო, როდესაც უყურებდა მოსწავლეებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ დარბაზში.[17][18] ხაბიბის ვარჯიში ბავშვობაში მოიცავდა დათვთან ჭიდაობას, მაშინ როცა ის მხოლოდ ცხრა წლის იყო.[19][20]

როგორც დაღესტანში ბევრ ბავშვს ეჩვევა, მან ჭიდაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. რვა წლის ასაკში ჭიდაობაში ჩაერთო მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მეურვეობით.[21] დაჯილდოვებული სპორტსმენი და საბჭოთა არმიის ვეტერანი, აბდულმანაპიც ადრეული ასაკიდანვე ჭიდაობდა, სანამ სამხედრო სწავლებას ძიუდოსა და სამბოში გადიოდა.[22] აბდულმანაპმა სიცოცხლე მიუძღვნა დაღესტანში ახალგაზრდების გაწვრთნას, იმ იმედით, რომ შესთავაზებდა ალტერნატივას რეგიონში გავრცელებული ისლამური ექსტრემიზმისთვის..[23][24]

2001 წელს ნურმაგომედოვის ოჯახი საცხოვრებლად დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში გადავიდა,[25] სადაც 12 წლიდან ვარჯიშობდა ჭიდაობაში, ხოლო 15 წლიდან ძიუდოში. 17 წლისამ განაახლა საბრძოლო სამბოში ვარჯიში მამის ხელმძღვანელობით.[26] ნურმაგომედოვის თქმით, ჭიდაობიდან ძიუდოზე გადასვლა რთული იყო.[13] აბდულმანაპი იყო საბრძოლო სამბოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი დაღესტნის რესპუბლიკაში, ავარჯიშებდა რამდენიმე სპორტსმენს სამბოში მაჰაჩყალაში, რუსეთში.[22] ნურმაგომედოვი ახალგაზრდობაში ხშირად ხდებოდა ქუჩის ჩხუბებში, სადაც ყურადღებას ამახვილებდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე..[27] ხაბიბმა თქვა, რომ მამასთან ერთად სამი სპორტსმენი, რომლებმაც შთააგონეს, იყვნენ ამერიკელი მოკრივეები მუჰამედ ალი და მაიკ ტაისონი, აგრეთვე ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო.[28]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://web.archive.org/web/20190301013314/https://life.ru/t/%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8/1159662/nurmaghomiedovu_prisvoiat_zvaniie_narodnyi_ghieroi_daghiestana
  2. Savoca, Keri (2019-01-15). „You're Pronouncing Khabib Nurmagomedov's Name Wrong“. Medium (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-11-22.
  3. Conor McGregor, GSP, stars react to Khabib Nurmagomedov's win, retirement at UFC 254 (2020-10-24). ციტირების თარიღი: 2020-10-25
  4. Khabib Nurmagomedov retires: Undefeated legend leaves UFC the way he promised his father he would — perfect en. ციტირების თარიღი: 2021-07-11
  5. Rankings. ციტირების თარიღი: 28 October 2020
  6. UFC fighter rankings: There's a new number one pound-for-pound fighter (23 March 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 23 March 2021
  7. All-Time Lightweight – Fight Matrix en-US. ციტირების თარიღი: 2020-10-27
  8. Hamid, Sadek. Fighting, faith and politics: The UFC's first Muslim champion (5 October 2018).
  9. Khabib Nurmagomedov cleared for UFC 242 after teammates receive reduced suspensions.
  10. Guran, Anna (10 September 2019). „Khabib Nurmagomedov becomes Russia's biggest social media star after win“. Daily Mirror. ციტირების თარიღი: 13 September 2019.
  11. Nurmagomedov, Khabib. @khabib_nurmagomedov. ციტირების თარიღი: 17 October 2021
  12. UFC Legend Khabib Nurmagomedov Signs With Russian Third-Tier Soccer Club.
  13. 13.0 13.1 Хабиб Нурмагомедов: Поразило, сколько людей было на взвешивании. У нас столько на сами бои приходит. Sovetsky Sport (27 February 2012).
  14. Непобежденный: история Хабиба Нурмагомедова. Match TV (21 July 2016).
  15. Title. Khabib.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 24 September 2018
  16. 16.0 16.1 Непобежденный. [Television production]. Russia: Match TV. 21 July 2016.
  17. Абдулманап Нурмагомедов: Первые шаги Хабиб сделал на борцовских матах. allboxing.ru (14 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
  18. Один Хабиб – и ты погиб. Чем живет лучший российский боец UFC. Sports.ru (30 July 2014).
  19. „Khabib Nurmagomedov Wrestled A Bear, Became A National Hero, And Is Ready To Smash Conor McGregor“. Deadspin. ციტირების თარიღი: 5 October 2018.
  20. „Conor McGregor reacts to video of young Khabib Nurmagomedov wrestling a bear“. BJPenn.com. 4 October 2018.
  21. Krivine, Boris. (2 December 2015) Хабиб Нурмагомедов: 'Перестал Драться На Улице, Только Когда Стал Чемпионат Мира'. Sport Express.
  22. 22.0 22.1 Абдулманап Нурмагомедов: Тренер чемпионов Интервью.. M-1 Global (25 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
  23. Zidan, Karim. (2015-03-19) Longform -- Dagestani Dynasty: Nurmagomedov family business. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-08. ციტირების თარიღი: 2020-11-07
  24. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  25. Хабиб Нурмагомедов: Выиграю чемпионский пояс в UFC и уйду из смешанных единоборств. riadagestan.com (8 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
  26. ЭКСКЛЮЗИВ: Хабиб Нурмагомедов: Через пару месяцев надеюсь быть в UFC. Valetudo.ru (20 September 2011).
  27. Leidecker, Tim. (18 January 2013) Mountain Man. Sherdog. ციტირების თარიღი: 20 November 2016
  28. Loe, Kim (4 August 2021). „Khabib has revealed the three legendary athletes that helped inspire his UFC career“. GiveMeSport. ციტირების თარიღი: 7 September 2021.