ჭრიჭინასებრნი (ლათ. Grylloidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ერთიანებს ჭრიჭინების, ღეროს ჭრიჭინების, ქერცლიანი ჭრიჭინების, მირმეკოფილების, მახრების ოჯახებს. აქვთ ცილინდრული სხეული, გრძელი ულვაშები, ცერკებით დაბოლოებული მუცელი, მამლებს — საბგერი აპარატიც. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, მათ შორის, 20 გვხვდება საქართველოში. ცხოვრობენ ნიადაგის ნაპრალებში, სოროებში, ჭიანჭველების ბუდეებში, ქვების ქვეშ, საცხოვრებელ ბინებში. ჭრიჭინათა ზოგიერთი სახეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია.

ჭრიჭინასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Grylloidea

ლიტერატურა რედაქტირება