ჭიათურა (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი

„ჭიათურა“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ჭიათურიდან. გამოდის პირველ ლიგაში. დაარსდა 1936 წელს, როგორც მაღაროელი და ასპარეზობს თემურ მაღრაძის სახელობის ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 1964 წელს გაიხსნა და 11 650 მაყურებელზეა გათვლილი.

ს.კ ჭიათურა
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჭიათურა
დაარსდა 1936
სტადიონი თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონი
ჭიათურა, საქართველო
(ტევადობა: 11 700)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გივი ჩინჩალაძე
ლიგა ლიგა 4
2019 მე–8, ლიგა 4
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
ძველი ლოგო

პირველ ლიგაში კლუბი თამაშობს 2004 წლიდან, 2008 წელს მაღაროელი ეწოდა, შემდეგ ისევ შეიცვალა სახელი და ამჟამად ჭიათურა ეწოდება.

1991-92 წლების სეზონში პირველ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, შემდეგ სეზონში კი მეორეზე გავიდა, რის შემდეგაც გუნდი უმაღლეს ლიგაში (1993-1994) გადავიდა. გუნდმა ასევე ითამაშა უმაღლეს ლიგაში 1997-1998 წლების სეზონში.

ზოგადი ინფორმაცია რედაქტირება

კლუბმა „ჭიათურამ“ 1991 წელს მიწისძვრის გამო შეწყვიტა ჩემპიონატში ასპარეზობა. მან ორჯერ ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის A ლიგაში 1993-94 და 1997-98 წლებში. სულ ჩაატარა 66 მატჩი.

ყველაზე დიდი ანგარიშით 4-0 უმაღლეს ლიგაში რუსთავის მეტალურგს მოუგო 1993 წლის 3 სექტემბერს. ასევე ყველაზე დიდი ანგარიშითაც რუსთავის მეტალურგთან წააგო 8-0, 1994 წლის 3 აპრილს.

საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა“ 4-ჯერ მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგაში, ერთხელ მონაწილეობდა და ერთი მატჩი ჩაატარა სსრკ–ს თასზე. 1967 წლის 1 აპრილს ზუგდიდის ენგურთან 1-0 წააგო.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება