ჭეშმარიტების მახვილი

ტერი გუდკაინდის ციკლი „ჭეშმარიტების მახვილი“

„ჭეშმარიტების მახვილი“ (ინგლ. Sword of Truth) — ლიტერატურული ნაწარმოებების სერია ფენტეზის ჟანრში. დაწერილია ამერიკელი მწერლის ტერი გუდკაინდის მიერ.

ჭეშმარიტების მახვილი
Sword of Truth

კომპლექტის გარეკანი
წიგნები
ავტორი ტერი გუდკაინდი
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Tor Books(აშშ)
Gollancz (წიგ. 1-7) (UK)
Voyager Books (წიგ. 8-11) (UK)
AST (რუსეთი)
პირველი გამოცემა 1994

სერიის წიგნები რედაქტირება

წინარეისტორია რედაქტირება

ძირითადი სერია რედაქტირება

გაგრძელებები რედაქტირება

სხვა რედაქტირება

ჯადოქრის წესები რედაქტირება

  • ჯადოქრის პირველი წესი: „ადამიანები სულელები არიან და მათ შეუძლიათ ტყუილის დაჯერება, რადგან სურთ, რომ იგი სიმართლე იყოს, ან იმიტომ, რომ ეშინიათ სიმართლის ცოდნის.“
  • ჯადოქრის მეორე წესი: „უდიდესი ზიანი შეიძლება საუკეთესო ზრახვებმა წარმოშოს.“
  • ჯადოქრის მესამე წესი: „ვნება აკონტროლებს გონებას, უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.“
  • ჯადოქრის მეოთხე წესი: „გულწრფელ პატიებაში მაგიაა... განკურნების მაგია. როგორც პატიებაში, რომელსაც შენ სჩუქნი სხვას, ასევე პატიებაში, რომლითაც გასაჩუქრებენ.“
  • ჯადოქრის მეხუთე წესი: „ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას აკეთებს ადამიანი და არა იმას, რას ამბობს, რადგან ქმედებაში ვლინდება ჭეშმარიტება.“
  • ჯადოქრის მეექვსე წესი: „ერთადერთი ბატონი, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო, ეს არის შენი გონება.“
  • ჯადოქრის მეშვიდე წესი: „ცხოვრება მომავალია და არა — წარსული.“
  • ჯადოქრის მერვე წესი: „Talga Vassternich — იყავი გამარჯვების ღირსი.“
  • ჯადოქრის მეცხრე წესი: „რეალობის საწინააღმდეგო არ შეიძლება არსებობდეს. არც ნაწილობრივ, არც მთლიანად.“
  • ჯადოქრის მეათე წესი: „სიმართლის განზრახ უარყოფა საკუთარი თავის ღალატია.“
  • ჯადოქრის მეთერთმეტე წესი: „ბოლო წესი — ეს შენ თვითონ ხარ, ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი არჩევანია ცხოვრებაში. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეული აკეთებს თავის არჩევანს ცხოვრებაში, ამიტომაც არსებობს ყველასთვის თავისი — სწორედ ეს მეთერთმეტე წესი.“

წიგნის მნიშვნელოვანი პერსონაჟები რედაქტირება

  • რიჩარდ რალი (საიფერი) — დაჰარის (შემდგომ დაჰარული იმპერია) ახალი მმართველი, ჭეშმარიტების მაძიებელი და საბრძოლო ჯადოსანი, რომელიც ფლობს მაგიის ორივე მხარეს, წარსულში ტყის გზამკვლევი.
  • კალან ამნელიდედა-აღმსარებელი, რიჩარდის ცოლი, გალეისა და კელტონის დედოფალი.
  • ზედიკუს ზულ ზორანდერი — რიჩარდის ბაბუა, პირველი რანგის ჯადოქარი.
  • კარამორდ-სითების ლიდერი, ლორდი რალის პირადი მცველი, რიჩარდისა და კალანის ახლო მეგობარი.
  • ნიკი — სინათლის და, რომელიც მფლობელის მხარეზე გადავიდა. გახდა რიჩარდისა და კალანის განშორების მიზეზი, როდესაც მაძიებელი ანტიკური მსოფლიოს დედაქალაქში, ალტურ-რანგში, წაიყვანა. შემდგომ რიჩარდისა და კალანის ერთგული მეგობარი, შეყვარებულია რიჩარდზე.
  • ვერნა — სინათლის და, მოგვიანებით აბატისა; რიჩარდის მეგობარი, რომელმაც ის ანტიკურ მსოფლიოში, წინასწარმეტყველების ტაძარში მიიყვანა.
  • ანელინა ალდურენი — სინათლის დების აბატისა, გაითამაშა საკუთარი სიკვდილი და თავისი პასუხისმგებლობები აბატისა ვერნას გადასცა.
  • ნათან რალი — წინასწარმეტყველი, რალების საგვარეულოდან, დიდი ხნის განმავლობაში სინათლის დების მიერ წინასწარმეტყველების ტაძარში იყო გამომწყვდეული, რიჩარდის წინაპარი.
  • შოტა — ძველ ჭეშმარიტების მაძიებელთან, სამუელთან ერთად აგადენის ფარგლებში მცხოვრები კუდიანი.
  • იმპერატორი ჯეგანი — სიზმრებში მოსიარულე, ანტიკური მსოფლიოს დედაქალაქში, ალტურ-რაგში დაბადებული; ჭკვიანი, ეშმაკი, საზრიანი და არასტანდარტული ადამიანი, ძალიან საშიში მტერი, რომელმაც თითქმის მთელი ახალი და ანტიკური მსოფლიოს დაპყრობა შეძლო;
  • დარკენ რალი — დაჰარის მაგისტრი, ჯადოქარი, რომელმაც ქვესკნელის მფლობელს ერთგულება შეჰფიცა, ცდილობდა შუამიწეთისა და ვესტლანდიის დაპყრობას; რიჩარდის მამა.
  • დენამორდ-სითი, რიჩარდის „მასწავლებელი“.

ისტორია რედაქტირება

სამყაროს შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ჩანაწერები განახორციელეს საბრძოლო ჯადოსნებმა (მაგები, რომლებიც ფლობენ მაგიის ორივე მხარეს) ჯერ კიდევ იმ ომამდე, რომელმაც ახალი და ანტიკური მსოფლიოები გაყო. ეს ჩანაწერები იმდენად ძველია, რომ მათი გაშიფრვა საკმაოდ რთულია, რადგან ჩანაწერებს აწარმოებდნენ ძველ-დაჰარულ ენაზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ერთეულებმა იციან. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დიდი ომი, რომლის შედეგადაც ახალი და ანტიკური მსოფლიოები გაიყო.

დიდი ომის დროს სამყარო შეიცვალა, რომლის შედეგადაც შემდგომი პერიოდის ჯადოქრებმა დაკარგეს გამოკლების მაგია. ამ მაგიის გამოყენება შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც ერთგულება შეჰფიცა ქვესკნელის მფლობელს, რომელიც იძლეოდა მას იმისთვის, რომ მათ მისი დავალებები შეესრულებინათ და შეეწირათ უმანკო ბავშვების სულები. გამოკლების მაგიის შესახებ მრავალი ცნობა დაცული იყო ქარების ტაძარში, რომელიც ცოცხლებისა და მკვდრების მსოფლიოების საზღვარზე მდებარეობდა. ომის შემდეგ სამი ათასი წლის შემდეგ დაიბადა მხოლოდ ერთი სამბრძოლო ჯადოსანი, რომლის გაჩენაც ჯერ კიდევ დიდი ომის პერიოდში იყო ნაწინასწარმეტყველები.

გეოგრაფია რედაქტირება

ტერი გუდკაინდის ნაწარმოებებში სამყარო მოიცავს ახალ და ანტიკურ მსოფლიოს, რომლებიც ჯადოქრების დიდი ომის დროს გაიყო.

ახალი სამყარო რედაქტირება

ახალი მსოფლიო წარმოადგენს ხმელეთის ნაწილს, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრება ზღვა, აღმოსავლეთით და დასავლეთით კი - მთები. ჩრდილოეთით მდებარეობს ანტიკური სამყარო.

ახალი სამყარო შედგება სამი მსხვილი რეგიონისგან, რომლებსაც ერთმანეთისგან მაგიური საზღვრები ჰყოფს: დასავლეთით არის ნაკლებად დასახლებული ვესტლანდია, რომელშიც არ არის მაგია; აღმოსავლეთით დაჰარა; ცენტრალურ ნაწილს იკავებს შუამიწეთი, რომელიც მრავალი მცირე თუ დიდი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს რაღაც ფედერაციის მსგავსს.

ვესტლანდია რედაქტირება

ვესტლანდია — ქვეყანა, ახალი სამყაროს დასავლეთ ნაწილში. გარკვეული დროის განმავლობაში ის მაგიური საზღვრით გამოყოფილი იყო შუამიწეთისა და დაჰარისგან. ვესტლანდიაში დაიბადა და გაიზარდა წიგნის მთავარი გმირი - რიჩარდ რალი.

ვესტლანდიის ტერიტორია ძირითადად ტყეებითაა დაფარული და შუამიწეთთან შედარებით ნაკლებადაა ურბანიზებული. ვესტლანდიას მართავს საბჭო, რომელსაც სათავეში უდგას პირველი მრჩეველი. ვესტლანდიის მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მის ტერიტორიაზე არ არის მაგია.

ჰარტლენდი — ვესტლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი, ამავდროულად საზღვართან უახლოესიც. ქალაქი განლაგებულია ჰარტლენდის ველზე, ჰარტლენდის ტყის მახლობლად. ის ვესტლანდიის სამმართველო რეზიდენციაა. მაიკლ საიფერი, ჰარტლენდის ყოფილი მრჩეველი, ჯადოქრის პირველ წესში განვითარებულ მოვლენებამდე ხდება ვესტლანდიის პირველი მრჩეველი.

შუამიწეთი რედაქტირება

დაჰარა რედაქტირება

დაჰარა — უზარმაზარი ქვეყანა შუამიწეთის აღმოსავლეთით. პანიზ რალმა, დარკენ რალის მამამ და რიჩარდ რალის ბაბუამ, გაანადგურა მეზობლები და თანამედროვე დაჰარა ჩამოაყალიბა. დაჰარას მართავს რალების საგვარეულო.

ეკრანიზაცია რედაქტირება

2008 წლის 1 ნოემბერს გაიმართა სერიალის „ლეგენდა მაძიებელზე“ პრემიერა (ინგ. Legend of the Seeker). გადაღებულია ნაწარმოებების წიკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ მოტივზე, კომპანია ABC-ს მიერ. სეზონი შედგებოდა 22 სერიისგან, რომელთა შემცველობად რადიკალურად განსხვავდებოდა წიგნის სიუჟეტისგან. 2009 წლის ნოემბერში გამოვიდა მეორე სეზონი, რომელიც ასევე 22 სერიისგან შედგებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება