ჭარები[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.

სოფელი
ჭარები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°15′56″ ჩ. გ. 44°07′15″ ა. გ. / 42.26556° ჩ. გ. 44.12083° ა. გ. / 42.26556; 44.12083
ცენტრის სიმაღლე 1200
ჭარები — საქართველო
ჭარები
ჭარები — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ჭარები
ჭარები — ერედვის მუნიციპალიტეტი
ჭარები

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჭარებულის (მეჯუდის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1200 მ, ქ. ცხინვალიდან 15 კმ. სოფელი ორ ნაწილად — ზემო და ქვემო ჭარებად იყოფა.

ისტორია რედაქტირება

ჭარები მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოში“ როგორც „ლაფაჩი“ (სოფელში შემორჩენილია გვარი ლაფაჩი). 1921 წელს შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის რაიონის მერეთის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. სოფელი ძლიერ დააზიანა 1991 წლის მიწისძვრამ. 2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს ფიზიკურად აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Чъареб).

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XIII-XIV სს. ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი ბაზილიკა. შუა ნავი გვერდის ნავებზე მნიშვნელოვნად მაღალია. ინტერიერში სვეტების ორი წყვილია, რომლებზედაც ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მომრგვალო სათავსია, რომელიც კარით უკავშირდება საკურთხეველს. საკურთხევლის აფსიდა შიგნით ნახევარწრიულია, გარედან — ხუთწახნაგა. შესასვლელი სამია — დას., სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. სამხრეთის კარის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე იყო მიშენებული. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთა გათლილი მუქი წითელი ფერის ქვით. ფასადებზე შემორჩენილია მორთულობის ფრაგმენტები. შუა ნავის კამარა ჩამოქცეულია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება