სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭაობი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭაობი — დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჰელოფიტები. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – ყველა დაჭაობებული ტერიტორიაა. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. ფრინველებისთვის იდეალური ადგილია: ბინადრობს უამრავი თევზი, მცენარეები და მწერი, რაც მათ საკვებ ბაზას შეადგენს; ყველგან ხარობს ლელქაში და ჭილი ბუდის გასაკეთებლად. მდინარეები გამუდმებით ლექავს მოტანულ ნაშალ მასალას, ტალახში მცენარეულობა იზრდება, ამიტომ დაჭაობებული ადგილები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იერ-სახეს იცვლის. ბევრ მათგანს საფრთხე ემუქრება, რადგან ჯერ ამოაშრობენ, შემდეგ კი ფერმერული და სატყეო მეურნეობისათვის ან სამშენებლო უბნებად იყენებენ. ზოგი ჭაობი პარაზიტი მწერების, მაგალითად ქინქლების, შესამცირებლად დააშრეს.

ჭაობი ფლორიდაში

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383-384.
  • საყმაწვილო ენც. დედამიწა, გამომც. პალიტრა L, 2010