ჭალატყე

სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ჭალატყესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემი). მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯას შესართავთან (წარმოქმნიან მდინარე ჩოლაბურს), ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი.

სოფელი
ჭალატყე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა საქარა
კოორდინატები 42°08′56″ ჩ. გ. 43°02′16″ ა. გ. / 42.14889° ჩ. გ. 43.03778° ა. გ. / 42.14889; 43.03778
დაარსდა ფეოდალური ხანა
პირველი ხსენება 1646
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 676[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭალატყე — საქართველო
ჭალატყე
ჭალატყე — იმერეთის მხარე
ჭალატყე

ისტორია რედაქტირება

ჭალატყე შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. ლეგენდა ამ ქალაქს "ბალისტომს" უწოდებს. ქალაქი მოიცავდა ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, ქვედა საზანო, შიმშილაქედი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზედა საზანო და შიმშილაქედი. ის იწყებოდა თამარის ხიდიდან და აღწევდა ნაქალაქარ ჩიხორამდე.

აქ გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი გზა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას. წყაროებში პირველად იხსენიება 1646 წელს, როდესაც იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა დაარბია. 1703 წ. ოსმალებმა ააფეთქეს ჭალატყის სამი თავდაცვითი ნაგებობა — კოშკები, ააოხრეს ჯვარცმის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში განაახლა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა. XVIII საუკუნეში ჭალატყე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად რჩებოდა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 676 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[2] 368
2002[3]   541 275 266
2014[1]   676 336 340

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია მდ. ჩოლაბურზე გადებული განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. „თამარის ხიდი“. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვითკირის ხიდსაც“ უწოდებს. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას თამარ მეფეს გაუვლია თავისი ამალით. მდინარეზე გადასასცლელი ხიდი არ ყოფილა. მეფეს უბრძანებია ხიდის აშენება. მშენებლობისას გამოიყენეს მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი. ხიდის შუა წელი ამაღლებულია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II