წყლის ბიგა (ლათ. Neomys fodiens) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა (ბიგასებრთა ოჯახი). გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, ციბირში, შორეულ აღმოსავლეთში. საქართველოში გვხვდება ახალქალაქისა და ბაკურიანის მიდამოებში, ფშავში, სვანეთში. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. ბინადრობს წყალსატევების ნაპირებზე; კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება ჭიებით, მწერებით, პატარა თევზებით, თავკომბალებით და სხვა. ზიანის მოაქვს თევზმეურნეობისათვის. ქვესახეობებიდან საქართველოში მოიპოვება გრძელთითა წყლის ბიგა (ლათ. Neomys fodiens leptodactylus; მრავალი წყარო მას ცალკე სახეობად მოიხსენიებს).

წყლის ბიგა

წყლის ბიგა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Neomys fodiens
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 29658
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება