წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წყალწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).

წყალწმინდასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში (სოფლები: ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, მდინარის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 მ., ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], სტადიონი, ეკლესია, პოლიციის განყოფილება, რესტორნები, თევზის ბაზარი.

სოფელი
წყალწმინდა

თევზის ბაზარი წყალწმინდაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ღრმაღელე
კოორდინატები 42°00′38″ ჩ. გ. 41°47′00″ ა. გ. / 42.01056° ჩ. გ. 41.78333° ა. გ. / 42.01056; 41.78333
ცენტრის სიმაღლე 2
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1268[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,2 %, რუსები 3,8 %, სომხები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1897 წელს სოფელში დაარსდა ერთკლასიანი სკოლა.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეციტრუსეობა. მოქმედებდა ბავშვთა რესპუბლიკური კარდიოლოგიური სანატორიუმი „ყვავილნარი“. 1999 წლის 17 აპრილს წყალწმინდაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1352
2014   1268

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გაზეთი „ივერია“, N164, გვ. 4 12 აგვისტო 1897