წყავი (ლათ. Prúnus laurocérasus) — მარადმწვანე ბუჩქი ან ხე ვარდისებრთა ოჯახის, ფართო ლაპლაპა ოვალური ფოთლებით. ყვავილები წვრილი, თეთრი ფერის, არომატულია. ნაყოფი — შავი კენკრის მსგავსი.

წყავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
სახეობა:  წყავი
ლათინური სახელი
Prúnus laurocérasus
Laurocerasus officinalis (ძვ.)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 172277

მოიცავს დაახლოებით 25 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ანტილიის კუნძულებზე. ეს მცენარე უმეტესად გვხვდება სამხრეთ ქალაქებში. ის ძალიან ჰგავს დაფნის ფოთლებს, თუმცა მისი ფოთლები უფრო დიდი ზომისაა. ჩვეულებრივ საწამლე წყავი გვხვდება კავკასიონის ტყეებში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. სხვა მარადმწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, წყავი ძალიან ყინვაგამძლე მცენარეა და ლიტერატურული ცნობებით იტანს -25С.

გამოყენება რედაქტირება

წყავის ნაყოფი და ფოთლები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ ამიგდალინს, ხალხურ მედიცინაში ფოთლის ცხელი ნახარში ან უბრალოდ ნაყენიც კი ცხელ რძეში გარეული ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობაში. ნაყოფს იყენებენ გულის დაავადებების სამკურნალოდ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება