წმინდა მისტერია — საიდუმლო კულტი ან ღვთისმსახურების განსაკუთრებული ფორმა. მისტერიებს ძველ დროში აწყობდნენ ღამით, ჩირაღდნების შუქზე, ხოლო იმ ღვთაების ისტორიას, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, წარმოადგენდნენ დრამატული სცენების სახით. უძველესი მისტერიები ჩაისახა ძველ ეგვიპტეში, ბაბილონში. მისტერიები გავრცელდა ძველ საბერძნეთსა და რომში, სადაც დადასტურებულია ელევსინისა და ორფიკული მისტერიები. მისტერიის მრავალი ელემენტი აიღო ქრისტიანობამ და აქცია ლიტურგიის ნაწილად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება