წმინდა ლავრენტის კუნძული

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წმინდა ლავრენტი.

წმინდა ლავრენტის კუნძული (ინგლ. St. Lawrence Island) – კუნძული ბერინგის სრუტის სამხრეთ ნაწილში. ჩუკოტკის ნახევარკუნძულიდან 80 კმ-ში. ადმინისტრაციულად წარმოადგენს ალასკის შტატის ნაწილს.

კ. წმინდა ლავრენტი

კუნძულის სიგრძე — 145 კმ, სიგანე — 13–დან 36 კმ-მდე, ფართობი — 4640,12 კმ². უმაღლესი მწვერვალი — 672 მ - მთა ატუკი (ინგლ. Atuk).

მოსახლეობა — 1,3 ათ. ადამიანი (2000): ქალაქ გამბელში (ინგლ. Gambell) 649 ადამიანი, ქალაქ სავუნგაში (ინგლ. Savoonga) — 643 ადამიანი. ძირითადი მოსახლეობაა — ესკიმოსები (იუტები, ალეუტები).

კუნძული ესკიმოსებით დასახლდა 200 წლის წინ. პირველი ევროპელი, რომელმაც იგი მოინახულა იყო ვიტუს ბერინგი, 1728 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება