წმინდა ავგუსტინის სააბატო

წმინდა ავგუსტინის სააბატო (ინგლ. St Augustine's Abbey) — ყოფილი სააბატო ინგლისში, კენტის საგრაფოს ქალაქ კენტერბერიში.

კენტერბერის კათედრალი, წმინდა ავგუსტინის სააბატო და წმინდა მარტინის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°16′41″ ჩ. გ. 1°17′54″ ა. გ. / 51.27806° ჩ. გ. 1.29833° ა. გ. / 51.27806; 1.29833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 496
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 496
ინგლ.რუს.ფრ.

597 წელს, რომის პაპმა გრიგოლ I-მა რომის წმინდა ანდრიას ბენედიქტური სააბატოს აბატი ავგუსტინი ანგლო-საქსონიაში მისიონერად გააგზავნა. ავგუსტინმა კენტის იმჟამინდელი მეფის, ეტელბერტის მეუღლის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც მას კენტერბერის სიახლოვეს მონასტრის დაარსებაში დაეხმარა. ამის შემდეგ, მეფემ ბრძანა აღემართათ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი და უზრუნველეყოთ იგი მრავალფეროვანი შემოწირულობებითა და საჩუქრებით. ამ მოვლენებს XIV საუკუნის ქრონისტი უილიამ ტორნი აღწერს. სააბატომ შემდეგში კენეტის მეფეთა და კენტერბერის არქიეპისკოპოსთა განსასვენებელის ფუქნცია შეიძინა.

1100 წელს, ძველი, ანგლო-საქსონური ეკლესია ახალი, რომანული სტილის კომპლექსით შეცვალეს. XIII საუკუნეში მას კიდევ გარკვეული გოთური სტილის ნაგებობები დაუმატეს. XIV საუკუნეში ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა, რის შემდეგაც მას მნიშვნელოვანი სარექონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. უკვე XIX საუკუნეში, გადამწყვეტი ზომები მიიღეს შუა საუკუნეების ნარჩენების შენარჩუნების მიზნით.

1988 წელს, წმინდა ავგუსტინის სააბატო კენტერბერის კათედრალთან და წმინდა მარტინის ეკლესიასთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება