წმიდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძარი

წმიდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძარი (აზერ. Müqəddəs Mürdaşıyan Zənənlər Başkilsəsi) — რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძარი. მდებარეობს აზერბაიჯანში, ბაქოში. ტაძარი ნაკურთხია წმინდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძრათ — ქალების, რომლებიც პირველნი მივიდნენ შაბათს დილით აღდგენილი იესო ქრისტეს კუბოსთან, სხვადასხვა სახის არომატული სუნელებითა და მირონით მისი სხეულის სარიტუალო განბანისათვის.

წმიდა მრევლის ქალთა საკათედრო ტაძარი


ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ადგილმდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი

აღმართულია 1909 წელს არქიტექტორ ფ. ვერჟბიცკის ტიპური პროექტის მიხედვით. ამ ტაძრის მშენებლობისათვის თანხები გაიღო სამხედრო სამინისტრომ.

დღესდღეობით ტაძარი შედის მოსკოვის საპატრიარქოს ბაქოს — აზერბაიჯანულ ეპარქიაში.

ტაძარი აღიმართა სამხედრო ტაძრების ტიპური პროექტის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული იყო 1901 წელს სამშენებლო კომისიის მიერ (არქიტექტორი ფიოდორ ვერჟბიცკი). სულ 1917 წლისათვის აშენებული იქნა 64 ასეთი ტიპის ტაძარი. მოცემული ტაძარი არის ბაქოში განლაგებული 206-ე საქვეითო სალიანის პოლკის სამლოცველო (1910 წლამდე მას ეწოდებოდა 262-ე საქვეითო). ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1908 წლის 6 მაისს. იგი მთლიანად აშენებულია სამხედრო სამინისტროს სახსრებით. ტაძრის მშენებლობა დამთავრდა 1909 წლის 6 დეკემბერს. იმავე დღეს იგი აკურთხეს. ახალი ტაძრის მშენებლობამდე პოლკი იყენებდა სამლოცველოდ მიხაილო — არქანგელის ეკლესიას, რომელიც განლაგებულია ბაქოს ცენტრში. 1890 წლიდან ამ პოლკის სასულიერო მოძღვარი იყო იოანე ლიაძე (1914 წლის მონაცემებით).

საბჭოთა კავშირის დროს ტაძარი დაიხურა 1920 წელს. მასში ჯერ საწყობი იყო გახსნილი, ხოლო მოგვიანებით სპორტული დარბაზი. 1990 წლის იანვრის მოვლენების დროს ტაძრის სამრეკლოს მოხდა ორი ჭურვი, რის გამოც სამრეკლო ნაწილობრივ ჩაჯდა, იატაკი ჩავარდა, სახურავი კი ჩაინგრა. 1991 წელს ნახევრად დანგრეული ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2003 წლის 24 მარტს მოხდა განახლებული ტაძრის გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება