წინ (ინგლ. Onward) — 2020 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო ფილმი, რომლის მწარმოებელია პიქსარი და Walt Disney Pictures. ფილმის რეჟისორია დენ სკანლონი, პროდიუსერი კორი რეი, ხოლო სცენარის ავტორი: სოლონი, ჯეისონ ჰედლი და კიტ ბუნინი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, კრის პრატი, ჯულია ლუი-დრეიფუსი და ოქტავია სპენსერი, რომლებიც პერსონაჟებს ახმოვანებენ. ფილმში მოქმედება ფანტასტიკურ სამყაროში ვითარდება ორი ელფი ძმის გარშემო, რომლებიც ცდილობენ მოიძიონ არტეფაქტი, რომლის საშუალებითაც ისნი მცირე ხნით დაიბრუნებენ გარდაცვლილ მამას.[1]

„წინ“

ფილმის ლოგო
ინგლ. Onward
რეჟისორი დან სკანლონი
პროდიუსერი კორი რაე
როლებში
კომპოზიტორი მაიკლ დანა
ჯეფ დანა
მწარმოებელი კომპანია Walt Disney Pictures
პიქსარი
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

21 თებერვალი, 2020 (ბერლინალე)

6 მარტი, 2020 (აშშ)
ხანგრძლივობა 102 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175–200 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 141.4 მილიონი აშშ დოლარი

წინ-ის პრემიერა შედგა ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2020 წლის 21 თებერვალს და თეატრალურად გამოვიდა 2020 წლის 6 მარტს. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო და მსოფლიოს მასშტაბით 141 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმის მცირე შემოსავალი COVID-19 პანდემიით იყო განპირობებული, რამაც გამოიწვია კინოთეატრების დახურვა. ფილმი პიქსარის მეორე ფინანსური იმედგაცრუებაა „კარგი დინოზავრი“-ის შემდეგ, რომლის სავარაუდო ზარალმა სტუდიისთვის 125 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წლის პირველი თვეების სხვა ფილმების მსგავსად, იგი ციფრული სახით გახდა ხელმისაწვდომი თეატრალური გახსნიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

2017 წლის ივლისში, პიქსარმა გამოაცხადა „ფანტაზიური სამყაროს" ფილმის შესახებ D23 Expo– ზე, რომლის რეჟისორი იქნებოდა დენ სკანლონი და კორი რეი.[2] ფილმი შთაგონებული იყო სკანლონის მამის გარდაცვალებით, რაც მის ბავშვობაში მოხდა. სკანლონი და მისი უფროსი ძმა ამ დროს ბავშვები იყვნენ და ფილმში გადმოცემულია ძმების ურთიერთობა. მან მოთხრობის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მამის აუდიო კლიპი მოისმინა. [3] 2018 წლის 12 დეკემბერს ცნობილი გახდა ფილმის სათაური.[4] 2019 წელს ჯეისონ ჰედლი და კიტ ბუნინი დაიქირავეს სცენარისა დასარედაქტირებლად.

მსახიობთა შერჩევა რედაქტირება

2018 წლის 12 დეკემბერს ფილმის მსახიობებად გამოცხადდნენ ტომ ჰოლანდი, კრის პრატი, ჯულია ლუი-დრეიფუსი და ოქტავია სპენსერი.[5][6] რეიმ განაცხადა, რომ ჰოლანდმა და პრატმა თავიანთი პერსონაჟების ერთად გახმოვანებისას იმპროვიზაციას მიმართეს. [7] 2019 წლის 17 დეკემბერს ფილმის მსახიობებს შეუერთდნენ ალი ვონგი, ლენა ვაიტე და მელ როდრიგესი.[8] 2020 წლის 18 თებერვალს, უილმერ ვალდერრამა, ტრეისი უილმანი, კაილი ბორნჰაიმერი და ჯორჯ პსარასი მსახიობებს შეუერთდნენ. ასევე დადასტურდა ჯონ რატცენბერგერის მონაწილეობაც.[9]

მუსიკალური გაფორმება რედაქტირება

2019 წლის 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაიკლ და ჯეფ დანა ფილმის კომპოზიტორები იქნებოდნენ. 2020 წლის 12 თებერვალს, ბრენდი კარლილმა გამოაცხადა, რომ მან ფილმის დასასრულის მუსიკისთვის ჩაწერა სიმღერა, სახელწოდებით „Carried Me With You", რომელიც დაწერა ფილთან და ტიმ ჰანსეროტთან ერთად.[10] ფილმის საუნდტრეკი გამოვიდა 2020 წლის 28 თებერვალს.[11]

ფილმის პრემიერა რედაქტირება

წინ-ის პრემიერა შედგა ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2020 წლის 21 თებერვალს [12] და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 6 მარტს.[13] COVID-19 პანდემიის შემთხვევების შემცირების გამო ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში 2020 წლის 24 აპრილს, სამხრეთ კორეაში 2020 წლის 17 ივნისს, იტალიაში 2020 წლის 19 აგვისტოს და იაპონიაში 2020 წლის 21 აგვისტოს.

ასევე ფილმი გამოვიდა 3D და 2D ფორმატებით მთელს მსოფლიოში და IMAX და Dolby Atmos ფორმატებით ზოგიერთ კინოთეატრში. [14]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Variety staff (July 14, 2017). „D23: Pixar Announces Untitled Quest Movie Set in 'Suburban Fantasy World'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  2. Variety staff (July 14, 2017). „D23: Pixar Announces Untitled Quest Movie Set in 'Suburban Fantasy World'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  3. Bell, Crystal. (July 17, 2017) Pixar's New 'Suburban Fantasy' Sounds Like A Real Tearjerker. MTV News. ციტირების თარიღი: April 6, 2019
  4. Weiss, Josh. (December 12, 2018) Pixar Moves Forward with Suburban Fantasy Film 'Onward'; Cast Includes Chris Pratt, Tom Holland. NBCUniversal Cable Entertainment Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2018. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2020.
  5. Hipes, Patrick. (December 12, 2018) Pixar's 'Onward' To Star Chris Pratt, Tom Holland, Julia Louis-Dreyfus & Octavia Spencer. ციტირების თარიღი: December 12, 2018
  6. Falcone, Dana Rose. (May 29, 2019) See Chris Pratt, Julia Louis-Dreyfus & Tom Holland as Elves in Disney-Pixar's Onward: First Look!. ციტირების თარიღი: May 30, 2019
  7. Marvel's Tom Holland and Chris Pratt being cast in Onward was "dumb luck" (January 6, 2020). ციტირების თარიღი: February 22, 2020
  8. Behold: Character posters for #PixarOnward, including newly-announced cast @AliWong, @LenaWaithe, and @_MelRodriguez_.✨ Check back tomorrow to see the brand-new trailer for the film. ციტირების თარიღი: December 16, 2019
  9. Stars attended the world premiere of Disney Pixar's "Onward" at the El Capitan Theatre on Feb. 18, 2020 in Hollywood, Calif.. ციტირების თარიღი: February 21, 2020
  10. Willman, Chris (February 12, 2020). „Brandi Carlile Records Theme Song for Pixar Pic 'Onward'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 14, 2020. ციტირების თარიღი: February 17, 2020.
  11. Willman, Chris (February 12, 2020). „Brandi Carlile Records Theme Song for Pixar Pic 'Onward'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 14, 2020. ციტირების თარიღი: February 17, 2020.
  12. Wiseman, Andreas. (January 29, 2020) Berlin Competition Lineup: Kelly Reichardt, Sally Potter, Abel Ferrara, Christian Petzold; Disney's 'Onward' & Hillary Clinton Also Heading To Fest. ციტირების თარიღი: February 16, 2020
  13. McNary, Dave. (December 12, 2018) Chris Pratt, Tom Holland, Julia Louis-Dreyfus, Octavia Spencer to Voice Pixar's 'Onward'. ციტირების თარიღი: December 12, 2018
  14. Check out the IMAX® Exclusive Art for Disney & Pixar's Onward | Tickets on Sale Now (2020-02-13). ციტირების თარიღი: 2020-09-26