წითელმთა

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

წითელმთასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემში (სოფლები: გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა). მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 170 მ.-ზე, ოზურგეთიდან 2 კმ. სოფელში ჩამოედინება მცირე მდინარე კიკვატა, რომელიც ბჟუჟის მარცხენა შენაკადია. სოფელში არის ოქრას საბადო, ეკლესია, საოჯახო სასტუმრო.

სოფელი
წითელმთა

საოჯახო სასტუმრო წითელმთაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შემოქმედი
კოორდინატები 41°54′46″ ჩ. გ. 42°02′42″ ა. გ. / 41.91277806° ჩ. გ. 42.04500000° ა. გ. / 41.91277806; 42.04500000
ცენტრის სიმაღლე 170
მოსახლეობა 591[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წითელმთა — საქართველო
წითელმთა
წითელმთა — გურიის მხარე
წითელმთა

ისტორია რედაქტირება

1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 26 კომლს.[2] 1983 წელს სოფელში აშენდა სასროლეთის კომლექსი.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 475
1911[4]   514
2002   707
2014   591 279 312

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. *ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-11-89-8.
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год