წითელი ხიდი (ერევანი)
წითელი ხიდი (სომხ. Կարմիր կամուրջ; ასევე, ცნობილი, როგორც რაზდანის ძველი ხიდი და ხოჯა ფლავის ხიდი, სომხ. Խոջա Փլավի կամուրջ) — XVII საუკუნის ხიდი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მდინარე რაზდანზე.
წითელი ხიდი | |
---|---|
Կարմիր կամուրջ | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | სომხეთი |
ქალაქი | ერევანი |
კოორდინატები | 40°09′33″ ჩ. გ. 44°30′33″ ა. გ. / 40.15917° ჩ. გ. 44.50917° ა. გ. |
დასრულდა | 1679 წელს |
განახლდა | 1830 წელს |
სიმაღლე | 11 |
სახელი რედაქტირება
ხიდს „წითელი“ ერქვა იმიტომ, რომ წითელი ტუფით იყო აგებული. მას, ასევე, უწოდებდნენ ხოჯა ფლავის ხიდს, რადგანაც მას რეკონსტრუქცია მდიდარმა კაცმა, ხოჯა ფლავმა ჩაუტარა.[1]
აღწერილობა რედაქტირება
ხიდის საერთო სიგრძე 80 მეტრს, ხოლო სიმაღლე 11 მეტრს შეადგენდა. მას 4 თაღი ჰქონდა, რომელთაგან ორი ცენტრში, დანარჩენი ორი კი მდინარე რაზდანის სანაპიროებზე იყო განთავსებული.[2]
ისტორია რედაქტირება
1679 წლის მიწისძვრამდე ამავე ადგილას არსებობდა ხიდი, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. იგი უზრუნველყოფდა ერევნის ციხესიმაგრისა (ერევნის არარატის ღვინის ქარხნის ადგილას) და არარატის დაბლობის ეკონომიკურ კავშირებს.
გალერეა რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- (სომხური) Tadevos Hakobyan; ԵՐԵՎԱՆԻ ՊԱՏՄՈՒԹՅՈՒՆԸ (1500–1800 ԹԹ.) (History of Yerevan (1500-1800), 1971, Publishing of YSU, p. 373