ძულუხისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მეტრი. ვანიდან 15 კილომეტრი.

სოფელი
ძულუხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ძულუხი
კოორდინატები 42°01′36″ ჩ. გ. 42°36′49″ ა. გ. / 42.02667° ჩ. გ. 42.61361° ა. გ. / 42.02667; 42.61361
ცენტრის სიმაღლე 420
მოსახლეობა 418[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძულუხი — საქართველო
ძულუხი
ძულუხი — იმერეთის მხარე
ძულუხი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 418 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 738 352 386
2014[1]   418 216 202

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფლის განაპირას მელოურის მთაზე დგას მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია. ციხის კედლების სიმაღლე 7-8 მეტრამდეა. ციტადელში სხვადასხვა დანიშნულების სათავსები იყო მოთავსებული. ციხიდან მდინარისაკენ გვირაბი მიემართებოდა. სოფლის მიდამოებშია მელოურის ეკლესია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II