ძველი ორჰეი — ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი მოლდოვაში. მდებარეობს კიშინიოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში, მდინარე რეუტზე. ძველ ორჰეიში აღმოჩენილია სხვადასხვა ცივილიზაციის კვალი. აქ მდებარეობს გეტურ-დაკური ციხესიმაგრე (ძვ. წ. VI—I სს.), ოქროს ურდოს ქალაქი შეჰრ-ალ-ჯედიდი ან იანგი-შეჰრი (XIV საუკუნის მეორე ნახევარი), მართლმადიდებლური მონასერი (XIV საუკუნე) და მოლდავური ქალაქი ორჰეი (XV-XVII სს.).

მონასტერი მდ. რეუტის ნაპირზე
აბანოს ნანგრევები

ტერიტორია დასახლებულია უძველესი დროიდან. ამ ტერიტორიაზე დაარსებულა და განადგურებულა მრავალი ქალაქი, მათ შორის პირველი იყო ქალაქი ორჰეი. XIV საუკუნეში ტერიტორია დაიპყრო ოქროს ურდომ და აქ დაარსდა ქალაქი შეჰრ-ალ-ჯედიდი („ახალი ქალაქი“). მუსულმანებმა აქ თავისი კვალი დატოვეს. აღმოჩენილია მეჩეთის ნანგრევები, ქარავან-სარაი, მავზოლეუმი და აბანო.

ძველი ორჰეი განთქმულია შემორჩენილი მონასტების სიმრავლით. ტერიტორია შესანიშნავი ადგილი იყო სამონასტრო ცხოვრების განვითარებისათვის.

ქალაქის ისტორია შედგება სამი პერიოდისაგან: პირველი მოიცავს ოქროს ურდომდე პერიოდს. მეორე ოქროს ურდოს მმართველობის, ხოლო მესამე მოლდავური მმართველობის პერიოდია.

2007 წლის 30 ნოემბერს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოლდოვის ძეგლები იუნესკოს საცდელ სიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-10. ციტირების თარიღი: 2012-04-10.