ძველი ვილნიუსი (ლიეტ. Vilniaus Senamiestis, პოლ. Stare Miasto w Wilnie) — ქალაქ ვილნიუსის უძველესი ნაწილი, რომელიც მდებარეობს მდ. ნერისის (ლიეტ. neris) მარცხენა სანაპიროზე, გედიმინასის კოშკის და შემორჩენილი კათედრალური ტაძრის ჩრ.-ით.

გედიმინასის კოშკი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 541
ინგლ.რუს.ფრ.

ერთ-ერთი მსხვილი ურბანიზაციული კომპლექსი აღმოსავლეთ ევროპაში, ფორმირებული შუა საუკუნეების დასაწყისიდან. მისი ფართობია — 3,59 კმ². მოიცავს 74 უბანს 70 ქუჩითა და შესახვევით, 1 487 შენობით და სულ 1 497 000 მ². დაკავებული ფართობით.

ლიეტუვის დედაქალაქის უძველესი ნაწილის ფორმირება ქალაქის ისტორიისა და სხვადასხვა კულტურათა გავლენის აღბეჭდვით საუკენეეთა განმავლობაში ხდებოდა. შენობები, რომლებიც განსხვავებულ არქიტექტურულ სტილებს მიეკუთვნებიან (გოთიკა, რენესანსი, კლასიციზმი, მოდერნიზმი) ძველ ქალაქში მომიჯნაობენ და ერთმანეთს ავსებენ. აქ არის კათოლიკური, ლუთერანული და მართლმადიდებლური ტაძრები, მუზეუმები, სასწავლო დაწესებუებები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, მაღაზიები. ასევე შენობები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებს.

იუნესკომ აღიარა ძველი ქალაქის უნივერსალური ფასეულობა და ორიგინალურობა; ძველი ვილნიუსი 1994 წელს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში იქნა შეტანილი.

გალერეა რედაქტირება