ძველი გერმანელები

რაიხსტაგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

გერმანიის ისტორია

ანტიკური დრო
ძველი გერმანელები
მიგრაციის პერიოდი
ფრანკთა სახელმწიფო
შუა საუკუნეები
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
საღვთო რომის იმპერია
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
რაინის კავშირი
გერმანიის კავშირი
გერმანიის რევოლუცია 1848/49
ჩრდილო გერმანიის კავშირი
გერმანიის გაერთიანება (1871)
გერმანიის რაიხი
გერმანიის იმპერია
პირველი მსოფლიო ომი
ვაიმარის რესპუბლიკა
მესამე რაიხი
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ოკუპაცია
დას. გერმანია + აღმ. გერმანია
გერმანიის გაერთიანება (1990)
თანამედროვეობა
გერმანია
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ძველი გერმანელები — საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის იმპერიის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. ძველი გერმანელების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და საქონლის მწყემსვა იყო. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან ტომის უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით, იმპერიის საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებნი, ბევრ რამეს ითვისებდნენ რომაელებისაგან. ამასთან, ვერ ეგუებოდნენ რომაელთა გაბატონებას. დროდადრო რომაელებთან ბრძოლისთვის ტომთა კავშირები ყალიბდებოდა.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი ტომის ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს, დაამარცხეს და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ, რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო.

რიტუალები რედაქტირება

ჩრდილოეთით მცხოვრები ძველი გერმანელები ეთაყვანებოდნენ სკანდინავიურ ღმერთებს, თორს, ოდინსა და ფრეიას. ისინი რელიგიურ რიტუალებს ღია ცის ქვეშ, ტყის კორომებში ატარებდნენ. არქოლოგებმა აღმოაჩინეს ჭაობში ძალადობრივად დახოცილთა ნაშთები. სავარაუდოდ, ეს ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე მიანიშნებს.

ვაჭრობა რედაქტირება

ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ძველი გერმანელებით დასახლებული ტერიტორია ჩართული იყო ლითონებითა და ქარვით ვაჭრობაში. რომაულ ეპოქაში საქონლის მოცულობა გაიზარდა, განსაკუთრებით, დუნაისა და რაინის ნაპირების სიახლოვეს. ტომების ბელადებმა თანდათან გაუგეს გემო რომაულ ოქროსა და ვერცხლის ფუფუნების საგნებს. ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქისთვის ძველი გერმანელი ხალხების ნაწილი რომანიზებული იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა ვაჭრობას.

 
ძველი გერმანული ოჯახი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Beck, Heinrich and Heiko Steuer and Dieter Timpe, eds. Die Germanen. Studienausgabe. Reallexikon der germanischen Altertumskunde. Berlin, New York: Walter de Gruyter 1998. Xi + 258 pp. ISBN 3-11-016383-7.
  • Collins, Roger. Early medieval Europe. 300–1000. 2nd ed. Basingstoke: Macmillan 1999. XXV + 533 pp. ISBN 0-333-65807-8 *Geary, Patrick J. Before France and Germany. The creation and transformation of the Merovingian world. Oxford: Oxford University Press 1988. Xii + 259 pp. ISBN 0-19-504458-4.
  • Geary, Patrick J. The Myth of Nations. The Medieval Origins of Europe. Princeton: Princeton University Press 2002. X + 199 pp. ISBN 0-691-11481-1.
  • Herrmann, Joachim. Griechische und lateinische Quellen zur Frühgeschichte Mitteleuropas bis zur Mitte des 1. Jahrtausends unserer Zeitrechnung. I. Von Homer bis Plutarch. 8. Jh. v. u. Z. bis 1. Jh. v. u. Z. II. Tacitus-Germania. III. Von Tacitus bis Ausonius. 2. bis 4. Jh. u. Z. IV. Von Ammianus Marcellinus bis Zosimos. 4. und 5. Jh. u. Z. Berlin: Akademie Verlag 1988–1992. I: 657 pp. ISBN 3-05-000348-0. II: 291 pp. ISBN 3-05-000349-9. III: 723 pp. ISBN 3-05-000571-8. IV: 656 pp. ISBN 3-05-000591-2.
  • Pohl, Walter. Die Germanen. Enzyklopädie deutscher Geschichte 57. München: Oldenbourg 2004. X + 156 pp. ISBN 3-486-56755-1.
  • Pohl, Walter. Die Völkerwanderung. Eroberung und Integration. Stuttgart: Kohlhammer 2002. 266 pp. ISBN 3-17-015566-0. Monograph, German.
  • „რომაული სამყარო“ — გამომცემლობა „პალიტრა L“, თბ., 2013.