ძველისლანდიური ენა

ძველისლანდიური ენა (ისლ. fornnorræna, ნორვ. norrønt språk) — გერმანული ენების დასავლეთსკანდინავიური ქვეჯგუფის ენა, რომელიც გამოიყენებოდა XIV საუკუნის შუამდე თანამედროვე ნორვეგიიდან წამოსული ვიკინგების მიერ, რომლებიც ისლანდიაში დასახლდნენ. თავდაპირველად არ განსხვავდებოდა ძველნორვეგიული ენისგან, იწოდებოდა ასევე „norrœnt mál-ად“, რაც ნიშნავს „ჩრდილოეთის მეტყველებას“. დროთა განმავლობაში ორივე ენა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შედის ძველსკანდინავიური ენების ჯგუფში.

  Древнезападноскандинавские диалекты
  Древневосточноскандинавские диалекты
  Древнегутнийский язык
  другие германские языки

ვიკინგების ეპოქის დამთავრებამდე (დაახლოებით 1050 წელი) სხვაობა სკანდინავიურ დიალექტებს შორის მცირე იყო, თუმცა ძველაღმოსავლეთსკანდინავიურსა და ძველდასავლეთსკანდინავიურს შორის განსხვავება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ VII საუკუნეში წარმოიშვა.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gordon, Eric V. and A.R. Taylor. Introduction to Old Norse. Second. ed. Oxford: Clarendon Press, 1981.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Faarlund, J. T. (1994) Old and Middle Scandinavian // Koenig, E. & van der Auwera, J. (eds') The Germanic Languages. London, New York: Routledge, pp.38—71