ძევრისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ძევრი, ოქონა, სეფარეთი). სოფელში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, ორი ვეტერინარული პუნქტი, ბენზინგასამართი სადგური, საჯარო სკოლა.

სოფელი
ძევრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ძევრი
კოორდინატები 42°14′37″ ჩ. გ. 42°56′48″ ა. გ. / 42.24361° ჩ. გ. 42.94667° ა. გ. / 42.24361; 42.94667
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 590[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძევრი — საქართველო
ძევრი
ძევრი — იმერეთის მხარე
ძევრი

მდებარეობა რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ძევრულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. სოფელში გადის თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზა.

არქეოლოგია რედაქტირება

სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლის ხეობაში ზღვის დონიდან 220 სიმაღლეზე მდებარეობს კარსტრული მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი — საგვარჯილე. საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, ის გაითხარა 1951-1952 წლებში. აღმოჩენილი მასალა დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.

გუდიელის კოშკი და ეკლესია რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების გუდიელის კოშკი და ეკლესია, რომლებიც აღწერა დიუბუა დე მონპერემ. ნაგებობები მიეკუთვნებოდა თავადთა საგვარეულოს. ტაძრის მთავარ კარზე ხუცურით შესრულებული იყო ვრცელი წარწერა. ფასადი მორთული იყო რელიეფებით, ორი ერთმანეთთან მებრძოლი მხედარი, დიდი ლომი, რომელიც თავს ესხმის შველს. რელიეფებით შემკული იყო ასევე კანკელი.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 590 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1321 633 688
2014[1]   590 310 280

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II