ცხრიდან მეშვიდე (ინგლ. Seven of Nine), იგივე ანიკა ჰანსონი (ინგლ. Annika Hansen) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი.

ცხრიდან მეშვიდე
რასა ადამიანი (ასიმილირებულ იქნა ბორგების მიერ)
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2348 (Stardate 25479)
დაბადების ადგილი კოლონია ტენდარა
საქმიანობა USS Voyager
თანამდებობა ასტრომეტრიის სპეციალისტი
ორგანიზაცია ბორგების კოლექტივი, ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი

მამა: მაგნუს ჰანსონი
დედა: ერინ ჰანსონი

მამიდა: ირენ ჰანსონი
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი
მსახიობი

ჯერი რაიანი

ერიკა ლინ ბრაიანი, კატელინ პეტერსონი (ბავშვობაში)[1]
IMDB IMDb პროფილი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ანიკა ჰანსონი

ანიკა ჰანსონი დაიბადა ფედერაციის კოლონია ტერნადაზე 2348 წელს. მისი მშობლები იყვნენ ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრები. ისინი იკვლევდნენ ბორგების კოლექტივს პატარა ხომალდით USS Raven. მათ ხომალდს გააჩნდა სისტემა რომელიც იცავდა მათ აღმოჩენისგაც. მაგრამ ერთხელ დელტა-კვადრანტში ისინი მოხვდნენ იონურ შტორმში რის შედეგადაც დაცვა მწყობრიდან გამოვიდა, ბორგებმა დააფიქსირეს ისინი და თავს დაესხნენ. ჰანსონები იძულებული იყვნენ განეხორციელებინათ ავარიული დაშვება ასტეროიდზე, სადაც ისინი თავიანთ ექვსი წლის შვილთან ერთად ასიმილირებულ იქნენ. ბორგთა კოლექტივში მან გაატარა 18 წელი, სწორედ ამ დროს მიიღო სახელი ცხრიდან მეშვიდე.

 
ცხრიდან მეშვიდე დეასიმილაციამდე

2373 წელს ცხრიდან მეშვიდე მოხვდა ვოიაჯერზე, სადაც მას მოაშორეს იმპლანტანტები დიდი ნაწილი. იგი თანდათანობით გახდა ეკიპაჟის წევრი და ხელმძღვანელობდა ასტრომეტრიულ ლაბორატოირიას, აგრეთვე იყო სპეციალისტი ბორგულ ტექნოლოგიებში. 2378 წელს ვოიაჯერთან ერთად დაბრუნდა დედამიწაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება