ცხინვალის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სსრკ-ში, საქართველოს სსრ-ს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ნაწილში. საქართველოს კანონმდებლობით რაიონი გაუქმებულია, მის ტერიტორიაზე კი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში მოქცეულია ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ცხინვალი. მარიონეტული დე ფაქტო სამხრეთო ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით რაიონი აგრძელებს არსებობას ძველ საზღვრებში.

ცხინვალის რაიონი სამხრეთ ოსეთის აო-ს რუკაზე

ისტორია რედაქტირება

1917 წლამდე ცხინვალის რაიონი შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1922-1963 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის აო-ში. 1963-1964 წლებში გაუქმებული იყო რაიონის ტერიტორიის ნაწილი შეუერთდა ზნაურის რაიონს, ნაწილი კი - ლენინგორის რაიონს. 1965-1991 წლებში კვლავ იბრუნებს რაიონის სტატუსს და კვლავ სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებაშია. მისი ფართობი იყო - 981,9 კმ². მის შემადგენლობაში შედიოდა 1 ქალაქი, 12 სასოფლო საბჭო და 139 სოფელი. ადმინისტარაციული ცენტრი იყო ქალაქი ცხინვალი.

1991 წელს 27 აპრილს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და მთლიანად შეუერთდა გორის რაიონს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ


გამსახურდია ზვიად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ №83 (103)
1991
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 აპრილი. - №83 (103). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს ცხინვალის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს გორის რაიონს.
2. გაუქმდეს ყორნისის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს ქარელის რაიონს.
3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 71-ე მუხლიდან სიტყვები „ყორნისის“ და „ცხინვალის“.

—საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი /ზვიად გამსახურდია/ თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი[1].

სქოლიო რედაქტირება