ცხვრის კვლიავი[1] (ლათ. Chamaesciadium acaule) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 10-20 სმ-ია, ღერო ან საერთოდ არ აქვს, ანდაც ძლიერ დამოკლებულია. ფესვთანური როზეტის ფოთლები მიწაზეა გართხმული, მოხაზულობით ვიწრო მოგრძოკვერცხისებურია, ორჯერ ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ ან ძაფისებურ ნაკვთულებად. ქოლგა მრავალია. საბურველის და საბურველაკის ფოთოლაკები ხაზურია ან ლანცეტა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ალპურ სარტყელში, ჩვეულებრივ ალპურ ხალებზე.[2]

ცხვრის კვლიავი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  Chamaesciadium
სახეობა:  ცხვრის კვლიავი
ლათინური სახელი
Chamaesciadium acaule (Bieb.) Boiss., 1872

ქართლ-კახურად ეწოდება კვლიავი, მოხევურადმკვლიავაი.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ცხვრის კვლიავი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 40.