ცხენკაცა ბოჯეკი“ (ინგლ. BoJack Horseman) — ამერიკული ანიმაციური სიტკომი, შექმნილი რაფაელ ბობ-უოკსბერგის მიერ. მის მთავარ პერსონაჟს, ბოჯეკს, ახმოვანებს უილ არნეტი, ხოლო სხვა როლებს – ემი სედარისი, პოლ ფ. ტომპკინსი და აარონ პოლი. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2014 წლის 22 აგვისტოს, Netflix-ზე, ხოლო საშობაო გამოშვება გამოვიდა 19 დეკემბერს. სერიალის მხატვარია ლიზა ჰენაუოლტი, რომელიც მანამდე ბობ-უოკსბერგთან ერთად მუშაობდა ინტერნეტ-კომიქსზე „Tip Me Over, Pour Me Out“.[1]

ცხენკაცა ბოჯეკი
ჟანრი
  • ანიმაციური სიტკომი
  • დრამედია
  • შავი კომედია
  • სატირა
ავტორი რაფაელ ბობ-უოკსბერგი
გახმოვანება
თემის კომპოზიტორი პატრიკ კარნი და რალფ კარნი
მთავარი თემა BoJack Horseman Theme
ფინალური თემა Back in the 90's (BoJack's Theme), Grouplove
კომპოზიტორ(ებ)ი ჯესი ნოვაკი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 4
ეპიზოდი 49
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • რაფაელ ბობ-უოკსბერგი
  • ნოელ ბრაიტი
  • სტივენ ა. კოენი
  • ბლერ ფეტერი
  • ჯეინ უაიზმენი
  • უილ არნეტი
  • აარონ პოლი
  • ენდი უაილი
პროდიუსერ(ებ)ი
ხანგრძლივობა 25–26 წთ.
კომპანია The Tornante Company
Boxer vs. Raptor
ShadowMachine
დისტრიბუტორი Netflix
ეთერი
ორიგინალური არხი Netflix
ჩვენების ფორმატი 1080p (16:9 HDTV)
აუდიო ფორმატი Dolby Digital Plus 5.1
ეთერში 22 აგვისტო, 2014 (2014-08-22) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მიმდინარეობს მიმდინარე მოვლენების, პოლიტიკოსების და შოუ-ბიზნესის სატირული პაროდირება, იგი ასევე აღიარებულია დეპრესიასთან, ტრავმასთან და თვითგანადგურებასთან ბრძოლის რეალისტური გადმოცემისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის შემდეგ სერიალის შეფასებები თავდაპირველად არაერთგვაროვანი იყო, მისი მეორე სეზონი კრიტიკოსებმა უფრო დადებითად განიხილეს და შემდგომში სხვა სეზონები ერთხმად მოიწონეს.[2][3] მეოთხე სეზონის პრემიერა გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.[4][5] 21 სექტემბერს შეკვეთილი იქნა მეხუთე სეზონის წარმოებაც.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. TMOPMO Merch. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 3, 2008. ციტირების თარიღი: July 24, 2016.
  2. BoJack Horseman: Season 1 (2014). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: September 8, 2014.
  3. BoJack Horseman: Season 2 (2015). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: July 22, 2015.
  4. BoJack Horseman. Twitter. ციტირების თარიღი: July 22, 2016.
  5. Nyren, Erin (10 July 2017). „TV News Roundup: ‘BoJack Horseman’ Sets Season 4 Premiere Date“. Variety. ციტირების თარიღი: 13 July 2017.
  6. Otterson, Joe (September 21, 2017). „‘BoJack Horseman’ Renewed for Season 5 at Netflix“. Variety. ციტირების თარიღი: September 21, 2017.